x
image
თამუნა გეწაძე
ვლადიმერ პუტინის ყოფილი მეუღლე გათხოვდა
imageრუსული მედიია საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ ვლადიმერ პუტინის ყოფილი მეუღლე გათხოვდა.ამ ინფორმაციას ადასტურებს "კორუფციასთან ბრძოლის ფონდი" რომელიც აწესრიგებს პუტინის ყოფილი მეუღლის, დოკუმენტაციასთან, აგრეთვე უძრავ ქონებასთან და გვარის ცვლილებასთან დაკავშირებულ ყველა პროცედურას.

58 წლის ლუდმილა პუტინას "ახალი" მეუღლე ჟურნალისტების განცხადებით 37 წლის არტურ ოჩერეტნია, რომელიც "ინტერპერსონალური კომუნიკაციების განვითარების ცენტრის" ხელმძღვანელია.ამ ცენტრს პატრონაჟს ლუდმილა პუტინა უწევს.

მოსკოვის ფედერალური მიგრაციის სამსახურის ცნობით, ქალბატონმა ლუდმილამ გვარი შეიცვალა და ის ლუდმილა ოჩერეტნია.სანკ-პეტერბურგში მდებარე ბინაც, რომლის მფლობელი ლუდმილა პუტინა იყო ამჟამად ლუდმილა ოჩერეტნიზეა გაფორმებული.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და მისი მეუღლე 2013 წელს დაშორდნენ ერთმანეთს და მათივე განცხადებით ეს მათი ერთობლივი გადაწყვეტილება იყო.




image



imageimageimage

0
348
შეფასება არ არის
ავტორი:თამუნა გეწაძე
თამუნა გეწაძე
348
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0