მუსიკა "მე უკვე ძალიან ამომივიდა ყელში ეს მდგომარეობა და სიტუაცია."-ეკა კვალიაშვილი 2016, 4 თებერვალი, 15:18
"გაუსაძლისი მდგომარეობაა, აღარ შეიძლება უკვე ამის მოთმენა. კონცერტის გაკეთება მინდოდა შარშან, გამეორება მონო სპექტაკლის. თანხა რაც გამოყო, მერიის კულტურის სამსახურმა, აღმოჩნდა, რომ კანონმდებლობით, მთლიანი დაფინანსების მიღება შესაძლებელი იყო, კონცერტის გაკეთებიდან 10 დღეში, ანუ მინდა ავხსნა, კონცერტის ორგანიზების ფულზეა საუბარი და არა ჰონორარზე, ანუ განათების, აპარატურის, დეკორაციის, ბილეთების, მოსაწვევების, სარეკლამო პლაკატების, რომელიც უნდა აუჩაში განთავსდეს, იმ მუშების თანხები, ვინც სცენას ააწყობდა, დეკორაციაზე იმუშავებდა, ქუჩაში პლაკატებს გააკრავდა. ხლხმა გაიგოს, რომ კონცერტია(აბა ტელე სარეკლამო ფულს არც მაძლევდნენ). თანხები, აფიშა დააბეჭდინეო და კონცერტის მერე მივცემთო ფულსო, მე არ ვიცნობ ასეთ სტამბას, რომელიც ამ პრინციპით მუშაობს, 34 წელია სცენაზე დგავარ და ზეპირად ვიცი ეს საქმე, ასეთი პრაქტიკაში არ მქონია, ანუ სრული კონცერტი უნდა ამეწყო, ხალხს ეწვალა, და ელემენტალური სამოძრაო თანხაც კი არ უნდა მქონოდა, ვიღაცას მოგამაგრებთო და ის განკარგავს ფულსო და საერთოდ კონცერტსო, ამაზეც დავთანხმდი, საბოლოოდ, ჯანმრთელობის გამო, რადგან ძალიან ვინერვიულე ამ ყველაფერზე, ვერ ვხვდებოდი, როგორ უნდა მეთქვა ვინმესთვის ფულის გადახდის ეს თემა, თან ჰონორარები დამაკლებინეს ხალხზე მისაცემი, ორი აუცილებელი პუნქტი ამომაღებინეს არ ვაფინანსებთ ამასო, ნუ კი ბატონო, და დარჩა რაღაც მახინჯი ჩონჩხი იმ ლამაზი მონო-სპექტაკლიდან, რომ დავაკვირდი რა გამოდიოდა, საოცრად ვინერვიულე, და ამის გამო, გავხდი შეუძლოდ, რადგან არანაირად არ შეიძლებოდა ნერვიულობა, და უარი ვთქვი კონცერტზე საერთოდ, იმ ეტაპზე, ვიფიქრე რაღაცას გადავაკეთებ, შევკვეცავ, მაგრამ, ვერაფერი ვერ მოვიფიქრე, თანხა ძალიან მცირე იყო!იმის მერეც და მანამდეც, არ გამოჩნდა ჩემთვის დაფინანსება, ადამიანური, შემოქმედებითი ატმოსფერო, ნორმალური პირობები, სადაც 1000 რაღაც კეთდება იმ ფონდზე ვსაუბრობ, ....... 402 2-ს მოსწონს 1-ს არა
|