საზოგადოება მიშა მესხი საზოგადოებას ბოდიშს უხდის და პატიებას სთხოვს. 2016, 1 თებერვალი, 15:51 მიშა მესხთან დაკავშირებულ ბოლოდროინდელმა მოვლენებმა, საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. მსახიობი ამ საკითხთან დაკავშირებით "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე პოსტს ავრცელებს. მსახიობი საზოგადოებას ბოდიშს უხდის და პატიებას სთხოვს. "მადლობას უხდი იმ ადამიანს, ვინც ამ ბოლო დღეებში მხარს მიჭერდა. უფრო მეტად კი, იმ ხალხის მადლობელი ვარ, ვინც ყურადღება გამოიჩინა, გაჭირვებისას მიპატრონა, დამეხმარა და გადამარჩინა. დიდ ბოდიშს უხდი ჩემ ოჯახს იმისთვის, რაც ნახა და გადაიტანა. მადლობა ღმერთს რომ გადამარჩინა.. დიდ ბოდიშს უხდი იმ ადამიანებს, ვინც ამპრობლემის გამო საყვარელი ადამიანები დაკარგა, რადგან ვიცი ამ ვიდეოს ყურების შემდეგ, ყველაფერი გაგახსენდათ, გაგიახლდათ მათი დანაკლისით გამოწვეული ტკივილი მაპატიეთ.... სინამდვილეში, არც კი მახსოვს რა როგორ მოხდა. მახსოვს დავლიე ბევრი სასმელი, შემდეგ ბევრი ტაბლეტები, ლირიკა, კიდევ რაღაცაები და გავითიშე, გონზე მოსვლის შემდეგ უკრაინელმა ექიმებმა მითხრეს, რომ ეს იყო ალკოჰოლით და ლირიკით გამოწვეული ინტოქსიკაცია. გავეცანი იმ გამოხმაურებებს რომელიც ამ ამბებს მოჰყვა. ვფიქრობ, რომ ადამიანის პირად ცხოვრებაში სხვები არ უნდა ერეოდნენ, თუმცა მეორეს მხრივ ამგვარი ინტერესი ბუნებრივია როცა საქმე "ცნობად სახეს" ეხება, ამას ვერავის ავუკრძალავ. ჩემი სისუსტეები არასოდეს დამიმალავს. ამის გამომწვევი მიზეზებია:უიმედობა, დეპრესია, როცა არაფერი გაქვს საკეთებელი, როცა არავის ჭირდები.სინამდვილეში ჩემ ცხოვრებას რამდენიმე ახლობელი ადამიანის გარდა არავინ იცნობს, ისინი ყველაზე მეტად განიცდიან ჩემს მდგომარეობას.ალბათ ღვთის ნება იყო რომ გადავრჩი. გაფრენის წინა დღეს ეკლესიაში ვიყავი და ვნახე პატრიარქი, მოუყევი ის რაც მაწუხებდა, დამლოცა და მითხრა ხშირად მელოცა. მასთან რომ არ მივსულიყავი ეს ამბავი ალბათ სხვანაირად დასრულდებოდა. რთულია საკუთარი "სიკვდილის" ქრონიკის ყურება, მერე კი სხვადასხვა ადამიანების შეფასებების წაკითხვა, რომელთაგანაც ზოგი ხალისობა, ზოგი განცდის, ზოგი გაკრიტიკებს. ნარკოტიკი ყოველდღიური ცხოვრებით გახარების უნარს გაკარგვინებს, მაშინ როდესაც სასიხარულო ჩვენს გარშემო ისედაც ცოტაა, ამ ქვეყანაში ხომ არავის ულხინს. მე მართლაც მაქვს ნარკოდამოკიდებულების პრობლემა, რასაც სააფთიაქო ნარკოტიკებს ეძახიან. ჩემი მეგობრები, მთელი თაობები არიან ამით დაავადებული. ამ პრობლემის სირთულეს, მნიშვნელობას და მაშტაბს, ჩვენი სახელმწიფო და საზოგადოება ბოლომდე ვერ იაზრებს და სათანადო ყურადღებასაც არ უთმობს. ნარკომანი ავადმყოფია, მას ვერც დაჭერით განკურნავ და ვერც გაკიცხვით.იმედია ბევრ ადამიანს მაგალითად გამოადგება ჩემი ამბავი, პირველ რიგში კი ბავშვებს, რომელთაც უნდა იცოდნენ, რომ ნარკომანია არის საშინელი დაავადება მე ყველანაირად ვეცდები დავძლიო ეს სენი. აქვე დიდ მადლობას ვუხდი ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრს, რეაბილიტაციის კურსის შემოთავაზებისა და დახმარებისათვის. მე მინდა ამ პრობლემის დაძლევის მაგალითი ვაჩვენო ჩემს მეგობრებს და სხვა ადამიანებს. იმედი მაქვს ამას შევძლებ. აბა თქვენ იცით, ვეცდები სხვა დროს მხოლოდ კარგ ამბებზე გელაპარაკოთ, თუმცა რამე ცუდი თუ მომივა იცოდეთ, ძალით არ ვაკეთებ და მართალია შეცდომის დაშვება არასასურველია მაგრამ ეს ჩემი უფლებაა..." 243 2-ს მოსწონს
|