ინფორმაცია რუსული ესტრადის ვარსკვლავის ვალერიას დაღუპვის თაობაზე დეზინფორმაცია აღმოჩნდა.
ცნობილმა რუსმა მომღერალმა ვალერიამ და მისმა მეუღლემ, ცნობა ვალერიას ავტოკატასტროფაში დაღუპვის თაობაზე დეზინფორმაციის გამავრცელებელ ჟურნალისტებს "მიაწერეს".
უკრაინულმა და რუსულმა პრესამ გაავრცელა ინფორმაცია რუსული ესტრადის ცნობილი წარმომადგენლის–ვალერიას რუსეთში, კერძოდ კი სმოლენსკთან ავტოკატასტროფაში დაღუპვის თაობაზე.
საბედნიეროდ ინფორმაცია დეზინფორმაციული აღმოჩნდა და ვალერია მეუღლესთან იოსიფ პრიგოჟნისთან ერთად მალევე გამოეხმაურა.
წყვილმა დეზინფორმაციის გავრცელებაში ბრალი უკრაინელ ჟურნალისტებს დასდო, თუმცა როგორც მოგვიანებით გაირკვა ინფორმაციის წყარო აღმოჩნდა საიტი, რომელიც მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელებითაა ცნობილი და ჰონკონგშია დარეგისტრირებული.