x
image
natia.a
7 პიკანტური ისტორიული ფაქტი, რომელსაც სკოლაში არ ასწავლიან

image

ცხადია, სკოლის სახელმძღვანელოებში ამას არ დაწერენ, მაგრამ ძალიან ბევრი ისტორიული მოვლენის მნიშვნელოვან თანამდევად და ზოგჯერ მიზეზადაც კი, არც მეტი არც ნაკლები, სექსი მოიაზრება. წარმოიდგინეთ, რა საინტერესო გახდებოდა ისტორიის სახელმძღვანელოები, ეს ყველაფერი რომ ეწეროს... ეს რა თქმა უნდა ხუმრობით. ახლა კი, მოსწავლეებს ისევ მშრალი თარიღების დაზეპირება და ბრძოლების აღწერა დავუტოვოთ, ჩვენ კი მიმოვიხილოთ რამდენიმე საკმაოდ საინტერესო და ბევრისთვის უცნობი პიკანტური ისტორიული ფაქტი.

1. გენერალი ჰუკერი და მეძავები
image

შეიძლება გაგიგიათ კიდეც, რომ მეძავებს ამერიკულ სლენგზე "hookers"-ს ეძახიან. ეს კი სწორედ სამოქალაქო ომის მონაწილის, გენერალი ჰუკის "პატივსაცემად" მოხდა. ჰუკი ორი რამით იყო ცნობილი: ჩანსელორცბილთან განცდილი მარცხით, სადაც გენერალმა ლიმ გაანადგურა მასზე ორჯერ მცირე არმიით; და იმით, რომ მისი გვარი საფუძვლად დაედო მსუბუქი ყოფაქცევის ქალების სახელწოდებას.

ჯოზეფ ჰუკერი ძალიან დიდ დროს ატარებდა "სიყვარულის ქურუმების" კომპანიაში და თავის ჯარისკაცებსაც ხელს უწყობდა ამაში. უფრო მეტიც, მსუბუქი ყოფაქცების ქალები მისი არმიის მუდმივი თანმხლებები იყვნენ და მათ ამის გამო "ჰუკერის რაზმსაც" უწოდებდნენ, მოგვიანებით კი უბრალოდ hooker-ები დაარქვეს.

2. მოცარტი და პოეზია
image

ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი, გენიალური კომპოზიტორი, რომელმაც თავისი პირველი ნაწარმოები 5 წლის ასაკში დაწერა, გატაცებული იყო პოეზიითაც. მაგრამ თუ მისი სიმფონიები ამაღლებული და მრავალფეროვანია, იგივეს ვერ ვიტყვით მის ლექსებზე. მის "პოეზიაში" იყო ე.წ. სკატოლოგიური ანუ ტუალეტის იუმორი და ეხებოდა დეფეკაციის, შარდვის, ჰაერის გაფუჭების, ღებინების თემებს.
იგი ლექსებს ახლობლებსა და ნათესავებს უგზავნიდა. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ ბიძაშვილის, მარია ანა ტეკლას მიმართ მიწერილი ლექსი, რომლის ინგლისურ ვარიანტს შემოგთავაზებთ და ქართული თარგმანისგან ამჯერად თავს შევიკავებ:

"Well, I wish you good night
But first shit into your bed and make it burst.
Sleep soundly, my love
Into your mouth your arse you'll shove".

მოცარტის ამგვარ გატაცებას ფსიქიატრები ე.წ. ტურეტის სინდრომით - ნერვული აშლილობით ხსნიან. მოცარტმა რამდენიმე კლასიკური კანონიც დაწერა ვილგარული ტექსტებით, რომელთაგან ყველაზე ცნობილია Lech mich im Arsch ("მაკოცე უკანალზე"), რომელიც პუბლიკაციის დროს შეცვალეს სიტყვით "გავიხაროთ".

3. ნაპოლეონი და მისი "პატარა გენერალი"
image

ისტორიაში ცნობილია ფაქტები, როცა გამოჩენილი ადამიანების გარდაცვალების შემდეგ მათი სხეულის ნაწილები გარკვეული დროით საიდუმლოებრივად ქრებოდა და მხოლოდ ათწლეულების შემდეგ ჩნდებოდა მუზეუმებსა თუ კერძო კოლექციებში. ასე დაემართა ნაპოლეონის პენისსაც. 1821 წელს, ექიმმა, რომელიც გაკვეთას აწარმოებდა, მოაჭრა აღნიშნული ნაწილი ცხედარს და გადასცა მღვდელს, რომელმაც იმპერატორი აზიარა. ამის შემდეგ, დაახლოებით ასი წელი პენისი მღვდლის ოჯახში იმყოფებოდა და პუბლიკის წინაშე მხოლოდ 1924 წელს გამოჩნდა, როცა მისი მესაკუთრე გახდა ინგლისელი ანტიკვარით მოვაჭრე. 1927 წელს კი აღნიშნული სხეულის ნაწილი გამოფენილი იქნა ნიუ-იორკის ფრანგული ხელოვნების მუზეუმში.

ამის შემდეგ პატარა მაწანწალამ კიდევ რამდენიმე მფლობელი გამოიცვალა და ამჟამად მდებარეობს ამერიკელ სექსოლოგთან, ჯონ ლატიმერთან, რომელმაც იგი 1977 წელს შეიძინა 3000 დოლარად. პენისი არასოდეს ყოფილა ასახული ვიდეოზე ან ფოტოზე. თუმცა ისინი, ვინც აღნიშნული არტეფაქტი იხილა, ამტკიცებენ, რომ იგი საკმაოდ პატარა, დაახლოებით 3 სანტიმეტრია.

4. ჟან-ჟაკ რუსო და გამათრახება
image

ფრანგი განმანათლებელი და ჰუმანისტი, "საზოგადოებრივი ხელშეკრულების" ავტორი, ჟან-ჟაკ რუსო, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, გამათრახების მოყვარული ყოფილა. როგორც ავტობიოგრაფიაში წერს, ყველაფერი დაიწყო მაშინ, როცა 8 წლის ასაკში გაამათრახა პანსიონის აღმზრდელმა. დასჯამ ბიჭზე მოსალოდნელის საწინააღმდეგო ეფექტი მოახდინა. შედეგად, რუსო გამიზნულად არღვევდა ხოლმე წესრიგს იმისათვის, რათა გაემათრახებინათ. სავარაუდოდ სწორედ ამის გამო გამოდის რუსო თავის ნაწარმოებებში ბავშვის გამათრახების წინააღმდეგ, რადგან მიაჩნია, რომ ამან ბავშვის გარყვნას შეიძლება შეუწყოს ხელი.

5. კაზანოვა და კიტი ფიშერი

image

XVIII საუკუნის ცნობილი ინგლისელი კურტიზანი, კიტი ფიშერი გამუდმებით მაღალ საზოგადოებაში ტრიალებდა, ხარჯავდა თავისი მფარველების ფულებს, ატარებდა მდიდრულ აქსესუარებს და დროდადრო ექსტრავაგანტულ ქმედებებსაც ჩადიოდა (მაგ. ერთხელ თურმე ცხენზეც იჯდა ქვედა საცვლის გარეშე). კიტი ასევე იყო ცნობილი მენატურე: იგი პოზირებდა ჯოშუა რეინოლდსისთვის, ფილიპ მერსიესთვის, ჯეიმს ნორტკოტისთვის. ნათანიელ ჰოუნის მინიატურაზე კი კიტი გამოსახულია კნუტთან ერთად, რომელიც ცდილობს დაიჭიროს ოქროს თევზი - ეს არის ერთგვარი ანაგრამა მის სახელზე: კნუტი-მეთევზე (Kitty Fisher).


ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით ლონდონში ყოფნისას კაზანოვამ უარი განაცხადა კიტი ფიშერთან დაწოლაზე, რადგან ქალი არ ლაპარაკობდა იტალიურად, კაზანოვა კი მიჩვეული იყო სექსის დროს "გრძნობის ყველა ორგანო დაეტკბო".



6. პუბლიუს კლაუდიუს პულხერი და ბონა დეა
image

ძველ რომში ყოველწლიურად ტარდებოდა ქალების მფარველი ქალღმერთის, ბონა დეას დღესასწაული, რომლის რიტუალებზეც მამაკაცები არ დაიშვებოდნენ. მაგრამ ძვ.წელთაღწიცხვით 62 წელს, ვინმე პუბლიუს კლაუდიუს პულხერი, რიტუალზე ქალად გადაცმული შეიპარა. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, იგი ცდილობდა მიეღწია კეისრის მეუღლესთან, სულასთან, რომელიც მისი საყვარელი იყო. ასეა თუ ისე, პუბლიუს კალუდიუსი გამოააშკარავა კეისრის დედამ.

ცხადაია, ამ ფაქტმა სკანდალი გამოიწვია. ჯერ ერთი, კეისარი მეორე დღესვე გაეყარა ცოლს, მიუხედავად იმისა, რომ მისი დანაშაული არაფრით მტკიცდებოდა. სწორედ ამ მოვლენიდან წამოვიდა ფრაზა: "კეისრის ცოლი ეჭვებზე მაღლა უნდა იყოს". მეორეც, რიტუალის ყველა წევრები ჩაითვალნენ უწმინდურებად, რადგან მათთან მამაკაცი შეიპარა. ქურუმების მოთხოვნით, რიტუალის მონაწილე ორსულ ქალებს აბორტის გაკეთება მოუხდათ. წყევლა გრძელდებოდა ერთი წელიწადი, სანამ ისევ არ დადგა დღესასწაულის დღე, რაც იანვარში იყო დანიშნული. რამდენადაც ზამთარი იწყებოდა მხოლოდ ბონა დეას დღესასწაულის შემდეგ, კეისარს არ შეეძლო წელიწადის დროის შეცვლის გამოცხადება, სენატს არ შეეძლო კანონებზე ხელის მოწერა, ჩინოვნიკებს არ შეეძლოთ საქმის კეთებას შედგომოდნენ, და რომი პოლიტიკური კრიზისის პირას აღმოჩნდა. პუბლიუს კაუდიუსს სიკვდილით დასჯა მიესაჯა, მაგრამ თავისი მაღალი წარმომავლობის წყალობით შეწყალებას მიაღწია.

7. ბორდელი კლივლენდ-სტრიტზე
image

პრინცმა ალბერტ ვიქტორმა, დედოფალ ვიქტორიას უფროსმა შვილიშვილმა და ტახტის მემკვიდრემ, მხოლოდ 28 წელი იცოცხლა, მაგრამ ეს დრო მისთვის საკმარისი აღმოჩნდა ხმაურიან სკანდალებში გასახვევად. სკანდალლი გამოიწვია მისმა კავშირმა კლივლენდ-სტრიტზე მდებარე ჰომოსექსუალურ ბორდელთან. მართალია, არავითარი მტკიცებულება არ არსებობს იმისა, რომ ალბერტი ამ ადგილს სტუმრობდა და მისი ახლო მეგობრებიც ამბობენ, რომ პრინცი ტრადიციული ორიენტაციის მქონე იყო, ჭორები ფართოდ იქნა ტირაჟირებული ამერიკულ და ფრანგულ პრესაში. ხოლო იმ ფაქტმა, რომ წორედ ამ დროს დაიწყო ალბერტმა საცოლის არჩევა, კიდევ უფრო გაამყარა საზოგადოების ეჭვი იმის შესახებ, რომ სამეფო ოჯახი ამით სკანდალის თავიდან აცილებას ცდილობდა.


0
2733
12-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
2733
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0