x
image
natia.a
2015 წლის 10 მოდური ტრენდი, რომლის დავიწყებასაც გვირჩევენ 2016 წელს
image

მოდა ძალიან პრეტენზიული და არამყარი ქალბატონივითაა. გგონია უკვე ნაბიჯი აუწყვე, წამოეწიე და აი, უცებ თვალსა და ხელშუა რადიკალურად შეიცვლება. და გუშინდელი ტრენდი დღეს უკვე უგემოვნობად ითვლება, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ფული შეიძლება იყოს გადაყრილი. რა თქმა უნდა, ტანსაცმელი მაინც არ უნდა გადავყაროთ, ვინ იცის, იქნებ 3-4 წლის შემდეგ ისევ მოდაში შემოვიდეს - ხომ ნათქვამია, ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველიაო.

მანამ კი, სანამ თქვენი უკვე მოძველებული ტანისამოსი ისევ მოდაში შემოვიდოდეს, გადახედეთ იმ მოდურ ტენდენციებს, რომლებიც 2015 წელს განსაკუთრებით პოპულარული იყო, თუმცა ახლახანს ჩატარებული გამოკითხვის შედეგად წამყვანი მოდური ჟურნალების რედაქტორებმა გასული წლის ყველაზე ცუდ ტენდენციებად დაასახელეს და რომელთა დავიწყებასაც გვირჩევენ 2016 წლისთვის.

1. "შლოპანცები"


image

90-იანი წლების უხეში გადმონაშთი, რაც არც ერთი ქალის ფეხს არ უხდება. სამაგიეროდ, შეგიძლიათ უბადლოდ გაკეთებული პედიკურით თავი მოიწონოთ.

2. მიდი კაბა-შარვლები


imageimage


სინამდვილეში არც მთლად შარვალი და არც მთლად კაბა. მათი შეხამება ძალიან ძნელია, რადგან ვიზუალურად ამძიმებს სხეულის ქვედა ნაწილს. როგორც წესი მათი სიგრძეც ქალის ძალიან ლამაზ ფეხებსაც კი არ უხდება.

3. კომბინეზონი



image

2016 წელს გასული წლის ეს საკმაოდ პოპულარული სამოსი მხოლოდ ფერმერებს და სპეცმუშაკებს თუ გამოადგებათ.

4. ფეხსაცმელი ე.წ. ტრაქტორის ძირებზე


image

გასაკვირი არც არის, რომ ამგვარი ფეხსაცმელი მიმდინარე წელს მოდაში აღარ იქნება - ის ხომ თვით ულამაზეს ფეხსაც კი არ უხდება.

5. ფერადი ქურქები


image

შეიძლება მას რიანა ატარებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველამ უნდა ატაროს.

6. ჯინსები მაღალ წელზე, ე.წ. "mom jeans"


image

ე.წ. "დედიკოს" ჯინსების ჩაცმა მხოლოდ იდეალური ფიგური ქალბატონებს თუ შეუძლიათ. თუმცა ამ სამოსმა უმშვენიერესი ფორმებიც კი შეიძლება წამში გადააქციოს უბრალო ბანალობად.

7. რეზინის შლოპანცები, იგივე shower shoes


imageimage

ამ ტიპის შლოპანცები იმდენად საინტერესო "ფენომენია", რომ სხვა "შლოპკებისგან" იმსახურებს გამოყოფას. გაგიმართლათ, თუ ჯერ არ გინახავთ, როგორ ახდენენ ამ ფეხსაცმლის შეხამებას კაბებთან, წინდებთან და მკაცრ პიჯაკებთანაც კი.

8. ბრიჯი
image

ბრიჯების სიგრძე იშვიათად თუ უხდება ქალის ფეხებს, ამიტომ მოდური ჟურნალის რედაქტორები ამ სამოსის დავიწყებასაც გვირჩევენ.

9. შიშველი კაბები

imageimage

შეიძლება ვიღაცისთვის გულდასაწყვეტი იყოს, მაგრამ ე.წ. "შიშველი" დასავიწყებელ სამოსთა ჩამონათვალში მოხვდა.

10. დიზაინერული ბოტასები


image
აცილებელია იარლიყზე მაინცდამაინც შთამაგონებელი ფასის არსებობა? Nike-მა, Adidas-მა თუ სხვა სპორტულმა ბრენდებმა შეწყვიტეს ბოტასების გამოშვება თუ რაშია საქმე?





2
503
6-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
503
  
2016, 25 იანვარი, 12:48
რა კარგი სტატიები დევს დღეს და ვერცერთი ვერ გავაიზარე
2016, 25 იანვარი, 11:59
მიდი კაბა-შარვალი და შიშველი კაბები მართლა საშინელება იყო.
0 1 2