საზოგადოება უნდა აიკრძალოს თუ არა ინდური და თურქული სერიალები 2016, 23 იანვარი, 10:43 ყოველ შემთხვევაში ამას მოითხოვს ონ-ლაინ პეტიცია "მანიფესტი", ადრესატი არის საქართველოს მთავრობა, საქართველოს პრეზიდენტი და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო .
არა თურქულ-ინდურ სერიალებს არა თურქულ-ინდურ სერიალებს! ხელმომწერები მოვითხოვთ, რომ შეწყდეს ქართულ არხებზე ეს მარაზმი. ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნულ საკითხს აუცილებლად განიხილავენ შესაბამისი კომპეტენციის მქონე ორგანოები. მადლობას ვუხდით ყველა ხელმომწერს და მოგმართავთ თხოვნით, გაავრცელოთ აღნიშნული პეტიციის ბმული თქვენი სოციალური ქსელ(ებ)ის - Facebook, Twitter, LinkedIn, Google Plus, Vkontakte, Odnoklassniki და ა.შ. პატივისცემით:Irakli Khvedeliani მთლიანად აკრძალვისთვის საჭიროა 96596 ხელმოწერა, ჯერჯერობით 3500-მდე ხელმოწერაა შეგროვილი. 550 11-ს მოსწონს 1-ს არა |
ინდურ სერიალებში კი განუვითარებლობის, გაუნათლებლობის, სიდებილის, იდიოტიზმის, არათანასწორობის, ქალის ჩაგვრის, ძალადობის აგიტაციას ეწევიან. ნორმალურ ქვეყანაში საერთოდ რატომ უნდა კარგავდნენ დროს
ამის ჩვენებაზე ვერ ვხვდები. აიკრძალოს ინდური და გაუშვან ნორმალური თუნდაც ამერიკული სერიალები... რუსთავზე და იმედზე რომ გადართავ მთელი დღის მანძილზე ან თურქული სერიალი გადის, ან ინდურები, ან კურიერი... მეტს ვერ ნახავ ვერაფერს ... სირცხვილია უბრალოდ. უარესად აშტერებენ ხალხს ...
ჯობია ადრე რომ გადიოდია.