საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დათო ოქიტაშილი ვიდეოჰოსტინგ youtube-ზე გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება, სადაც ვინმე გევორქიანის აკადემიური ანსამბლის ცეკვაა გამოქვეყნებული და ქართული მუსიკა და ცეკვა "სომხურ საქორწინო ცეკვადაა" გასაღებული.
“ვერ გავიგე, რამ დაგაბრმავათ და რამ დაგაყრუათ!!! ვისაც ეს ეხება, კანონით გასცეს სათანადო პასუხი ქართული კულტურის, სიმღერისა და ცეკვის ასეთი შეურაცხყოფისათვის. მოვითხოვ ბოდიში მოუხადონ ქართულ კულტურას და რაც მთავარია ქართველ ერს. გამოფხიზლდით, ეს უკვე ცუდის მომასწავლებელია, იმიტომ რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის მათგან!!!!!!”
p.s.-სხვათა შორის ვიდეოზე კომენტარები გამორთულია (სრულიად ადვილი მისახვედრია რა მიზეზის გამო)და მხოლოდ 31 "ლაიქი" და 1718 "დისლაიქი" აქვს.