ინდოეთის დაპყრობით აჟიტირებულ ბრიტანეთს საშინელი მტერი გამოუჩნდა -ციება!. მალარიის თავიდან აცილების საშუალება იყო ქინაქინა -ტონიკის ინგრედიენტი!
ტონიკი მართალია დაავადებას ვერ არჩენდა, მაგრამ სიცხის დამწევი საშუალება იყო და სისხლისმსმელ პარაზიტებსაც იგერიებდა. თუმცა პრობლემა ის გახლდათ რომ ტონიკის წყალი საშინლად უგემური იყო და ჯარისკაცები უარს აცხადებდნენ მის დალევაზე.
რომელიღაც გონიერ ინგლისელს აზრად მოუვიდა და ტონიკი პოპულარულ ჯინთან გააზავა. ეს იყო წამალი რომელიც შესანიშნავი სასმელიც გამოდგა და გამოვიდა რომ სამედიცინო მიზნებით შექმნილი ჯინიც და ტონიკიც სულ სხვა მიზეზით გახდა აქტუალური.