პროფილაქტიკა როგორ გავიუმჯობესოთ სისხლძარღვების მდგომარეობა – 5 მნიშვნელოვანი რჩევა 2016, 22 იანვარი, 9:14 თავის ტკივილი, თავბრუსხვევა ან ბარბაცი, ზეწოლის შეგრძნება საფეთქლებზე, რომელიც გადადის კისერსა და ლოყაზე, თვალების ტკივილი, მუდვი დაღლილობა და ტირილის სურვილი, უმიზეზო შიშები, ქაოტური გულის ცემა, ტკივილი გულის არეში და ა.შ. – ამ ჩამონათვალის გაგრძელება შეიძლება და თუ ეს სიმპტომები გეცნობათ, მაშინ თქვენი დიაგნოზია ვეგეტატიურ-სისხლძარღვოვანი დისტონია. ამ დაავადების წარმოქმნის მიზეზი უცნობია, მაგრამ ეს გამოწვეულია ფაქტორების მთელი კომპლექსით, რომელთაგან ერთ-ერთი წარმოადგენს სისხლძარღვების ცუდ ტონუსს. თქვენ იმდენად ახალგაზრდა ხართ, რამდენადაც ახალგაზრდა და ელასტიურია თქვენი სისხლძარღვები. იმ მიზნით რომ გავიუმჯობესოთ ჩვენი სისხლძარღვების მდგომარეობა, საჭიროა ყოველდღიურად შევასრულოთ ყველა ის პირობა, რომელიც უშუალოდ მიმართულია ტონუსის გაუმჯობესებაზე. 1. სპორტი რეგულარული ფიზიკური დატვირთვა. ჯერ ერთი, ვარჯიშის დროს სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება, სისხლი მდიდრდება ჟანგბადით და უმჯობესდება სისხლძარღვების ტონუსი. მეორე, სპორტული დატვირთვა აძლიერებს გულის კუნთს. და მესამე – კარგი ფიზიკური ფორმა აუმჯობესებს ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას. თუმცა, არ უნდა გადაიღალოთ ვარჯიშის დროს. 2. წყალი სისხლძარღვებს უყვარს წყალი. რეგულარულად მიიღეთ 1, 5 - 2 ლ. დღე-ღამეში. შედეგს 1 – 2 თვის შემდეგ იგრძნობთ. კონტრასტული შხაპი და აბაზანა სისხლძარღვებს უფრო ელასტიურს ხდის. მონაცვლეობით ცხელი (2წთ., 45-55°С) და ცივი (1წთ., 10 15°С) წყალი დღეში 3 –6-ჯერ, 10 დღის მანძილზე კარგად ატონიზირებს სიხლძარღვების კედლებს. ამგვარი გაკაჟება ზრდის ორგანიზმის რეზისტენტულობას ცვალებადი ამინდისადმი. რაც შეეხება ცურვის პროცედურებს, ამ დროს შინაგანი ორგანოებისა და ტვინის უჯრედები ჟანგბადით მდიდრდება, რეგულირდება გულისცემა და ხდება სისხლძარღვების ტონიზირება. 3. სიმშვიდე ხშირი სტრესი სისხლძარღვებს უფრო მაგარსა და მყიფეს ხდის. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ გაძლიერდეს ფსიქო-ემოციური ფონი. ვპოულობთ შესაფერის მუსიკას მედიტაციისთვის, ვსწავლობთ რელაქსაციას, დავდივართ იოგაზე და გვძინავს 8 – 10 საათი დღე-ღამეში. 4. სუნთქვა გაემგზავრეთ ქალაქგარეთ, სადაც ჰაერი უფრო სუფთაა და ისუნთქეთ. დაკავდით ბოდიფლექსით ( სწორ სუნთქვაზე დაფუძნებული ვარჯიშთა კომპლექსი). საბოლოოდ უარი თქვით სიგარეტზე. ნიკოტინი იწვევს სისხლძარღვების სპაზმს. 5. უმი ბოსტნეულითა და ხილით კვება მიიღეთ ისეთი საკვები, რომელიც სისხლში ქოლესტერინის დონეს შეამცირებს, რაც ასეთი სახიფათოა სისხლძარღვებისთვის. არ დალიოთ ბევრი ჩაი და ყავა – რადგან ილექება სისხლძარღვების კედლებზე. მიიღეთ ასკორუტინი 3-4 კვირა წელიწადში ორჯერ. ვიტამინი С აძლიერებს სისხლძარღვების კედლებს. აუცილებლად მიირთვით ისეთი პროდუქტები, რომელიც მდიდარია ფოსფორითა და გოგირდით: კაკალი, ლობიო, სოია, ყვავილოვანი კომბოსტო, ნიახური. გოგირდს შეიცავს კომბოსტო, სტაფილო, კიტრი, ნიორი, ლეღვი, ხახვი, კარტოფილი.
3095 13-ს მოსწონს 1-ს არა
|