საზოგადოება "ჩემმა მეგობარმა შიშველი ფოტოების გამო მეგობრებიდან წამშალა..."-ნინი ონიანი 2016, 21 იანვარი, 12:59 სექსუალური, არაპროფესიონალი მსახიობი ნინი ონიანი ხშირად ექცევა სკანდალებში. ნინი პროფესიით ფარმაცევტია, მაგრამ სწავლას თავი დაანება იმის გამო, რომ მიხვდა ეს მისი საქმე არ იყო. მას ყოველთვის ხელოვნება იზიდავდა. ნინი ონიანის პირველი გამოჩენა ეკრანებზე ტელესერიალ "დეტექტივში" მოხდა, სადაც იგი შიშველი წარსდგა მაყურებლის წინაშე, თუმცა ამ სერიალს მისთვის პოპულარობა არ მოუტანია. ცნობილი იგი სერიალით "ქალთა სახეებით" გახდა. თამამი იმიჯის გამო ხშირად ექცევა ნინი ონიანი ყვითელი პრესის ფურცლებზე. სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" მსახიობი აქტიურობით გამოირჩევა. მისი ერთ-ერთი სტატუსიდან კი ცნობილი ხდება, რომ მისმა უახლოესმა მეგობარმა შიშველი ფოტოების გამო ნინი მეგობრობიდან წაშალა: "ჩემმა მეგობარმა (გოგომ), რომელსაც ვიცნობ არც კი ვიცი რამდენი წელია, ალბათ 12-13, ვარ მისი ბავშვის ნათლია, ერთმანეთთან გვაკავშირებს უამრავი რამ და etc. მეგობრებიდან წამშალა.... როდესაც მიზეზი ვიკითხე თუ "რა დავაშავე", პასუხი მივიღე შემდეგნაირი : "არ მომწონს შენი ფოტოები, განსაკუთრებით ეს სიშიშვლეები და არ მინდა დავინახო და დაგინახო..... " აბსოლუტურ, აბსტრაქტულ, სიურიალისტურ გაუგებრობაში ვარ და ცოტა შოკშიც .......... ნუთუ ფოტოებით ისაზღვრება 13 წლიანი მეგობრობა...?! ან რა ხდება საერთოდ ადამიანების გონებაში ამ დროს ...?! გული მეტკინა ....." "მის ქმართანაც 10 წელია ვმეგობრობ .... არც კი ვიცი რა ვიფიქრო ..." " თუ ვერ მიღებს ვიღაც ისეთს როგორიც ვარ, მწყინს... მაგრამ ვერავის ვერაფერს დავაძალებ....." ამ სტატუსს მისი მეგობრები გამოეხმაურნენ: " ასეთი მიზეზით როცა მშლის ვინმე, პირადად მე აღარასოდეს ვაბრუნებ უკან მეგობრებში." " არსებობს ორი კატეგორია ადამიანების (ბევრია, მაგრამ ახლა ორი გვჭირდება), რომელიც ფოტოების გულისთვის გიმატებს და ვინც ამისთვის გშლის. არ შველის მეგობრობა არც პირველს და არც მეორეს." "რა გაგიკვირდა... ქორწილებში ზუსტად ასეთი მიზეზით არ დავდივარ. არც მეპატიჟებიან... ბავშვის მონათვლა-უი უი უი... დაიკიდე რა. ფოტოები არ მოსწონს და თვითონ რას წარმოადგენს?"-ასე დაამშვიდა ნინი იუნა შაფათავამ. 877 4-ს მოსწონს 1-ს არა
|