სასარგებლო პროდუქტები ჯანმრთელობის წამალი - კოლრაბი 2016, 21 იანვარი, 0:15 კოლრაბს უწოდებენ ჩრდილოეთის ლიმონს. ბუნებამ კოლრაბი გულუხვად დააჯილდოვა სასარგებლო ნივთიერებებით. C ვიტამინის შემცველობით ლიმონს არაფრით ჩამოუვარდება. კალიუმისა და კალციუმის დიდი რაოდენობა ამ კომბოსტოს განსაკუთრებით სასარგებლოს ხდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს. გარდა ამისა, კოლრაბი მდიდარია ფოსფორით, რკინით, B ჯგუფის ვიტამინებით. ამ კომბოსტოს საკვებში რეგულარულად ჩართვა ხელს უწყობს ნერვული სისტემის, ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგებას.
![]() რამოდენიმე წლის წინ ამ კომბოსტოს ჯიშის ბოსტნეულის შესახებ, არავინ არაფერი იცოდა, მაგრამ ნელ-ნელა კოლრაბის მომხმარებლები მრავლდება მსოფლიო მასშტაბით. ![]() კოლრაბის სამშობლოდ ევროპა ითვლება. მცენარე ცოტა ტორფსა და თალგამსაც გავს, მაგრამ ვიტამინების და მინერალების თვალსაზრისით საკმაოდ მდიდარია. შეიცავს ნაკლებ კალორიას და არის ძვირფასი ბოსტნეულის სახეობა. ![]() თუ ჯერ არ ხართ ამ "უცხო ხილის" მომხმარებელი, მაშინ გირჩევთ შეიძინოთ ეს უგემრიელესი ბოსტნეულის სახეობა, რომელიც სეზონის განურჩევლად იყიდება სუპერ-მარკეტებში. ![]() კოლრაბი დიდი რაოდენობით შეიცავს A, B1, B2, B3, B6, C ვიტამინს, რკინას და კალციუმს. ჯვაროსანთა კლასის ბოსტნეულის ჯიშის წარმოამდგენელს, როგორც სხვა სასარგებლო ბოსტნეულს, აქვს ანტიოქსიდანტი. მცენარე საკმაოდ კარგად იცავს ადამიანს სიმსივნისგან... ![]() კოლრაბი უმეტესად გავრცელებულია ცენტრალურ და ჩრდილოეთ ევროპაში, ასევე ამერიკაში. ![]() რა სარგებელი მოაქვს კოლრაბს? კოლრაბი არის ძლიერი ანტიოქსიდანტი, ის უჯრედებს იცავს კიბოსგან. ამცირებს კიბოს რისკს ფილტვსა და მსხვილ ნაწლავში. ![]() იგი არეგულირებს წნევას, მაღალ წნევიანებისთვის ძალიან სასარგებლოა.. ![]() კოლრაბის მიღება რეკომენდირებულია ასევე ნერვოზის მქონე ადამიანებისთვის.. ![]() მისი წვენი გამოსადეგია ხველების და ბრონქიტის წინააღმდეგ.. ![]() კარგად იცავს გულს და სისხლძრღვებს დაავადებებისგან.. ![]() ამცირებს ინსულტის რისკს, კატარაქტს და იცავს თირკმელებს კენჭისგან.. ![]() ანემიის რისკიც ძალიან დაბალია, ვინაიდან შეიცავს დიდი ოდენობის რკინას.. ![]() თუ გაქვთ ასთმა ან სუნთქვასთან დაკავშირებით პრობლემა, მაშინ ეს ბოსტნეული აუცილებლად მიიღეთ. ![]() სასარგებლოა დედებისთვისაც. მეძუძურ ქალებს რძეს უმატებს... ![]() ვინაიდან ძალიან დაბალ კალორიას შეიცავს, ესეიგი არის დიეტურიც... ![]() კოლრაბის ერთადერთი უარყოფითი თვისება როგორც სხვა ჯვაროსანთა კლასის ბოსტნეული, კოლრაბიც ამცირებს იოდის შეწოვას. ამიტომ ამ ბოსტნეულის მიღება კვირაში 3-4 ჯერ არის რეკომენდირებული. ![]() გისურვებთ ჯანსაღ ცხოვრებას! იმედია მოგეწონებათ! სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 600 10-ს მოსწონს
|