კულტურა სამყაროს კიდევ ერთი სენსაციური აღმოჩენა შეემატა ( + ვიდეო ) 2016, 7 იანვარი, 11:03 ![]() ![]() ![]() ზალცბურგში მორიგი გათხრების დროს არქეოლოგებმა აღმოაჩინეს თიხისგან დამზადებული უცნაური საგანი, რომელიც 800 წლისაა და ძალიან წააგავს მობილურ ტელეფონს.მისი "ფუნქციონალი" პრაქტიკულად არ განსხვავდება თანამედროვე მობილურისგან. ზოგიერთი მკვლევარის აზრით გამორიცხული არაფერია, რამდენადაც არამიწიერი ცივილიზაცია უხსოვარი დროიდან არსებობს დედამიწაზე.მობილურის ფორმის თიხის საგანი ძალიან წააგავს Nokia და ამ ფაქტს ბრენდის წარმომადგენლებმა"დახვეწილი ხუმრობაც" კი უწოდეს. ჯერჯერობით ვერც არქეოლოგები და ვერც მეცნიერები ვერ ადასტურებენ თუ რა დანიშნულება შეიძლებოდა ჰქონოდა ამ უცნაურ ნივთს. სხვების მტკიცებით ეს არის უტყუარი ფაქტი დედამიწაზე უცხოპლანეტელების სტუმრობისა. რამაც შეიძლება მარტივად დაამტკიცოს, რომ დროში მოგზაურობა არსებობს. ასობით ინტერნეტმომხმარებელმა გამოთქვა მოსაზრება იმის შესახებ, რომ 800 წლის წინათ დედამიწაზე მოსულმა უცხოპლანეტელებმა აჩვენეს აქაურ მაცხოვრებლებს მობილური მოწყობილობა, რის საფუძველზეც მათ თიხისგან გააკეთეს ასლი. ![]() ![]() უცხოპლანეტელებზე აქტიურად საუბრობს ყოფილი ასტრონავტი, მთვარეზე მოსიარულე მეექვსე კაცი - 83 წლის ედგარ მიტჩელი. ![]() ![]() 615 5-ს მოსწონს 2-ს არა
|