რელიგია ორი რუსი მღვდელმთავარი ჩამოვიდა საქართველოში და... 2016, 6 იანვარი, 9:57 რელიგია ეს არის იდეათა და ქმედებათა სისტემა, რომელიც დაფუძნებულია რწმენაზე, რომ არსებობენ ზებუნებრივი ძალები, რომლებიც ზემოქმედებენ სამყაროზე და ადამიანის ცხოვრებაზე. მსოფლიოში ორასზე მეტი რელიგიაა ცნობილი. მათ შორის მრავალი რამ საერთოა, მრავალი - განსხვავებული. რელიგიები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან სიძველით, ტრადიციებით, შინაარსით, ფილოსოფიური სიღრმით. უდიდესი, დახვეწილი რელიგიების - ქრისტიანობის, იუდაიზმის, ისლამის, ბუდიზმის, ინდუიზმის გვერდით არსებობენ ჩამორჩენილ ტომთა პრიმიტიული რელიგიური წარმოდგენები, კერპთა თაყვანისცემა, უმარტივესი რიტუალები.
მორწმუნეთათვის ბიბლია საღმრთო წიგნია, ხოლო ურწმუნოთათვის პარადოქსია, მაგრამ ფაქტია - ათეისტები ბიბლიას მხოლოდ იმ მიზნით კითხულობდნენ, რომ ღმერთის არარსებობა დაემტკიცებინათ, სახარებას კი იმისთვის, რომ ქრისტეს არსებობა უარეყოთ. ასე გრძელდებოდა ჩვენს სამშობლოში სამოცდაათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში. უღმერთობა მეცნიერებად ითვლებოდა - სტუდენტები აბარებდნენ გამოცდებს „მეცნიერულ ათეიზმში“ (მეცნიერულ უღმერთობაში!). დამტკიცებულად ითვლებოდა, რომ მეცნიერება და რელიგია შეუთავსებადია, რომ მორწმუნენი სნეულნი არიან, რომელთაც მკურნალობა ესაჭიროებათ, ხშირად იძულებითაც. მათ ისინი ერთი ბიბლიური ეპითეტის მიხედვით „ბნელეთის მოციქულებს“ უწოდებდნენ. გავიდა დრო და ეს ფსევდომეცნიერება - ათეიზმი დაემხო. აღმოჩნდა, რომ ბიბლიაში მოიპოვება ისეთი დებულებები, რომლებიც მეცნიერებამ მხოლოდ დღეს, ჩვენს საუკუნეში აღმოაჩინა. და ბუნებრივია, არსებობს სხვებიც, რომელთა სიღრმესა და სიბრძნეს ჩვენი მეცნავი გონება ჯერაც ვერ ჩასწვდომია - მეცნიერებას ჯერაც ვერ მიუღწევია (და ვერც ვერასდროს მისწვდება, როგორც გარშემოწერილი გარშემოუწერელს) ბიბლიის სიმაღლეებისთვის. ამასთან უნდა შევნიშნოთ, რომ უფლისაგან ბიბლია იმისათვის კი არ გვებოძა, რომ ფიზიკაში, ქიმიასა და მათემატიკაში განვისწავლოთ, არამედ ღმერთის არსებული სულის სრულყოფისათვის ჩვენში, ცოდვათაგან ხსნისათვის, საუკუნო ცხოვრებისა და ნეტარებისათვის. დღესაც აქტუალურია სადავო საკითხი თუ რომელი რელიგია თუ მიმდევრობაა ჭეშმარიტი. ცხადია, რომ საქართველოს სახელმწიფო რელიგიის, ქრისტიან მართლმადიდებლობის მიმდევარ სასულიერო პირებს ხშირად განიკითხავენ მათი სხვა ღირებულებებისა თუ ყოველდღიური ცხოვრებიდან გამომდინარე, რომ ყავთ ე.წ. ჯიპები, აცვიათ ძვირფასეულობით შემკული მანტია თუ სამოსი, აქვთ დაჩები და ვილები, ბიზნესები და ა.შ. თუმცაღა, ეს სასულიერო პირებიც არიან ჩვეულებრივი ადამიანები იმ ყველა სხვა დამახასიათებელი სურვილებითა და გრძნობებით, როგორც სხვა დანარჩენი ხორციელი მოკვდავი ადამიანები, განსხვავდებიან მხოლოდ ერთით, რომ მათ მეტი მოეთხოვებათ და უფრო ხშირად ებრძვით ის "უხილავი წყეული", ვარდებიან ხიბლში და ავიწყდებათ ის ღირებული ფასეულობები, რითაც შეუძლიათ სულის გადარჩენა, ამიტომ მცდარია მათი ლანძღვით მთელი მართლმადიდებლების ტალახში ამოსვრა, ყველა და ყველაფერი ინდივიდუალურია, ჩვენი გონება კი რატომღაც მხოლოდ ცუდის დანახვისკენ მეტად ისწრაფვის, ვიდრე იმისაკენ, რომ დააფასოს და შეიმეცნოს ის სამაგალითო ამბები, რომლებიც მხოლოდ მითი არაა და გმირებმა დაგვიტოვეს. გავიხსენოთ წმ მამა, სალოსი ბერი გაბრიელი; თუნდაც მამა ვიტალი სიდორენკო, რომლებიც ჩვენი საუკუნის ბერები იყვნენ და ცხოვრებაშივე ათას სასწაულებს ახდენდნენ (და არამარტო ესენი) და განაგრძობენ გარდა-ცვალების შემდეგაც. ერთი რამ გვახსოვდეს, რომ განურჩევლად წოდებისა და რელიგიისა, ყველა მოკვდავი ადამიანი პირველ რიგში არის ადამიანი და ცდუნდება განდიდების მანიით, ხიბლში ჩავრდნითა თუ გემოთმოყვარეობით, ამიტომ თქვენ მათ კი ნუ განიკითხავთ, არამედ მოიქეცით სამაგალითოდ, ისე, როგორც ყველა ღირსეული და ჭეშმარიტი მართლმადიდებელი იქცევა ღვთის მოსაწონადა და სულის საცხონებლად, ამის სამაგალითონი ბევრნი გვყავს ღიპის, ჯიპისა და ძვირადღირებული სახლ-კარის გარეშე. მინდა ერთი ნათელი მაგალითი მოგიყვანოთ, რომელიც დარწმუნებული ვარ ბევრ თქვენგანს გულს გაუთბობს: "ერთხელ ორი რუსი მღვდელმთავარი ჩამოვიდა საქართველოში, პატრიარქის ნახვა უნდოდათ. შევიდნენ ტაძარში. უწმიდესი ეფრემ მეორე მოკრძალებით იყო ჩამომჯდარი, უბრალო კაბა ემოსა და ჭაღარა თმა სადად ჰქონდა შეკრული. რუსი მღვდელმთავრები დიდებულად შემოსილები გახლდნენ. შემობრუნდნენ და დაინახეს ეფრემ მეორე. დაუძახეს: –ეი, მორჩილო! –მე არ ვარ მორჩილი, – უპასუხა ეფრემმა მშვიდად. – აბა, ვინ ხარ, მღვდელი? – არა, არც მღვდელი… უფრო მაღლა. – იერომონახი? – არა, უფრო მაღლა. – არქიმანდრიტი? – არა. – ეპისკოპოსი?! – გაოცება დაეტყოთ სტუმრებს. – კიდევ მაღლა. – პატრიარქი?!– აღმოხდათ და იმ წუთში მუხლი მოიყარეს უწმიდესი ეფრემ მეორის წინაშე". აქვე მინდა კიდევ ერთი დავამატო: "თქვენ, ვინც ცოდვების მყრალ და ბინძურ ჭაობში ხართ ჩაფლულნი და ეს მდგომარეობა მოგწონთ კიდეც– თავი ასწიეთ, შეხედეთ კრიალა ზეცას – იქ არის თქვენი ადგილი! ღმერთი გაძლევთ ღვთაებრივ ღირსებას, თქვენ კი, უარყოფთ რა ამ ღირსებას, სხვა რამეს ირჩევთ: ცხოველთა – და თანაც ყველაზე უწმინდურ ცხოველთა – ღირსებას. გონს მოდით! მიატოვეთ მყრალი ჭაობი, ცოდვების აღიარებით განიწმინდეთ, სინანულის საბანელში განიბანეთ, ლმობიერების ცრემლით შეიმკეთ თავი, ასცილდით მიწას და ზეცად ამაღლდით: იქითკენ კი სახარება წაგიძღვებათ. „ვიდრე ნათელი გაქუს“ – ნათელი ანუ სახარება, რომელშიც ქრისტეა დაფარული – „გრწმენინ ნათელი, რაჲთა ძე ნათლისა – ქრისტესი – იყვნეთ“ (ინ. 12, 36). წმიდა ეგნატე პ.ს. ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით. და როგორც ჩვენი პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მე-2 იტყვის ხოლმე: "ხარობდეთ ორსავ სოფელსა შინა". 952 11-ს მოსწონს
|