x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
რომელი ხატი და წმინდანი გმფარველობთ დაბადების დღის მიხედვით, იცოდით?
კაცობრიობის მთელი ისტორიის მანძილზე რელიგია მისი თანამდევი მოვლენაა და დღემდე დედამიწის მოსახლეობის უმეტეს ნაწილს მოიცავს. მიუხედავად ამისა, ბევრი ადამიანისთვის რელიგია მაინც ნაკლებად გასაგებია. ამ, ერთი შეხედვით, უცნაური ფაქტის მიზეზი ის გარემოებაა, რომ რელიგიას, ჩვეულებისამებრ, აფასებენ გარეგნული ნიშნებით, იმით, თუ როგორ იყენებენ მას მისი მიმდევრები პირად და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ამიტომაც, რელიგიას სხვადასხვაგვარად იგებენ, რის გამოც მის არსს გაიაზრებენ ან მეორეხარისხოვანი, უმნიშვნელო ელემენტებით, ან მცდარად. ამას ვერც ერთი მსოფლიო რელიგია ვერ აცდა.




image



სწორედ ამიტომ, განსაკუთრებულ განხილვას საჭიროებს საკითხი, თუ რა არის რელიგიის არსი, რა არის მასში განმსაზღვრელი და აუცილებელი და რა - არარსებითი.
რელიგიას აქვს ორი მხარე: გარეგანი, ანუ როგორია იგი გარეშე დამკვირვებლის თვალში და შინაგანი, ანუ ისეთი, როგორსაც ხედავს მას ამ რელიგიის სულიერი და ზნეობრივი პრინციპების შესაბამისად მცხოვრები მორწმუნე ადამიანი.



გარეგნულად რელიგია წარმოადგენს:




ფილოსოფიური თვალსაზრისით - მსოფლმხედველობას, რომელიც მოიცავს უამრავ კონკრეტულ სწავლებას (კანონებსა და დოგმატებს, ასევე ტრადიციასაც), რომელთა გარეშე (ან თუნდაც ერთის გამოკლებით) იგი კარგავს საკუთარ თავს და წარმოშობს ცრურწმენებს, სექტებს, ჯადოქრობას, ოკულტიზმს, სატანიზმსა და მსგავს ფსევდორელიგიურ მოვლენებს: მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ მათგანში არსებობს რელიგიის ცალკეული ელემენტები, ისინი, სინამდვილეში, მისი გახლეჩის, დეგრადაციისა და გადაგვარების პროდუქტია.




საზოგადოებრივ-პრაქტიკული გამოხატულებით ეს არის ორგანიზაცია, რომელსაც გააჩნია მართვის განსაზღვრული სტრუქტურა (ეკლესია), თავის მიმდევართა ცხოვრებისა და ღვთისმსახურების წესებით.



შინაგანი თვალსაზრისით კი რელიგია განსაკუთრებული სულიერი ცხოვრებაა, რომელიც ადამიანს მისსავე სულში დაფარულ მარადიული ღვთაებრივი სილამაზის სამყაროს აღმოაჩენინებს.




ყველა მართლმადიდებელმა ქრისტიანმა იცის, რომ ყველას აქვს ხატი, რომელიც იცავს მათ უბედურებისგან. იმის ცოდნა, თუ რომელი წმინდანი გმფარველობთ თქვენ დაბადების თარიღის მიხედვით, გაიგებთსტატიიდან. შესაბამისად, შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენი ხატი და მიმართოთ მას ლოცვით დახმარებისა და მხარდაჭერისთვის.



რომელი ხატი და წმინდანი გმფარველობთ დაბადების დღის მიხედვით, იცოდით?




1). 20 დეკემბრიდან - 22 იანვრამდე. image

ხატი - "მოულოდნელი სიხარული".

წმინდანი - სერაფიმ საროველი.





2). 22 იანვრიდან - 20 თებერვლამდე. image

ხატი - "ვლადიმირის ღვთისმშობელი".

წმინდანი - წმ. აფანასი.





3). 21 თებერვლიდან - 20 მარტამდე. image

ხატი - "ივერიის ღვთისმშობელი".

წმინდანი - წმ. ალექსი.





4). 21 მარტიდან - 20 აპრილამდე. image

ხატი - "ყაზანის ღვთისმშობელი".

წმინდანი - ღირსი გიორგი აღმსარებელი.





5). 21 აპრილიდან - 20 მაისამდე. image

ხატი - "ცოდვილთა შემწე".

წმინდანი - იოანე მოციქული.





6). 21 მაისიდან - 22 ივნისამდე. image

ხატი - "შეუწველი მაყვალი".

წმინდანი - წმ. ალექსი.





7). 23 ივნისადნ -22 ივლისამდე. image

ხატი - "მგლოვიარეთა სიხარული".

წმინდანი - წმ. კირილე.





8). 23 ივლისიდან - 23 აგვისტომდე. image

ხატი - "ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მფარველობა".

წმინდანი - წმ. ილია.





9). 24 აგვისტოდან - 23 სექტემბრამდე. image

ხატი - "ვნების ღვთისმშობელი".

წმინდანი - იოანე ნათლისმცემელი.





10). 24 სექტემბრიდან - 24 ოქტომბრამდე. image

ხატი - "წმინდა ჯვრის ამაღლება".

წმინდანი - სერგი რადონეჟელი.





11). 25 ოქტომბრიდან - 22 ნოემბრამდე. image

ხატი - "სწრაფშემსმენელი".

წმინდანი - პეტრე მოციქული.





12). 23 ნოემრიდან - 20 დეკემბრამდე. image

ხატი - "ზეციური ნიშანი".

წმინდანი - წმ. ბარბარე.



0
341
3-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
341
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0