რელიგია რატომ იწერენ მართლმადიდებლები პირჯვარს მარჯვნიდან-მარცხნივ და კათოლიკეები პირიქით- მარცხნიდან-მარჯვნივ? 2019, 7 თებერვალი, 8:33 ვიცით, რომ კათოლიკეები პირჯვარს იწერენ მარცხნიდან-მარჯვნივ, მართლმადიდებლები კი პირიქით, მარჯვნიდან-მარცხნივ.
ქრისტიანული სიმბოლიზმის მიხედვით, პირჯვრისწერა მარჯვნიდან-მარცხნივ აღნიშნავს ფაქტს, რომ ღვთის კურთხევას იძენენ, რადგან ამ სიმბოლიზმის მიხედვით, მარცხენა მხარეზე კავშირი აქვს ეშმაკს და ამით აღიარებენ ცოდვისკენ მიდრეკილებას და ითხოვენ შველას. კათოლიკეების სიმბოლიზმის მიხედვით კი, ასევე მარცხნივ ეშმაკის არსებობა მარცხდება და მარჯვნივ მთავრდება პირჯვრის გადაწერა, რაც ეშმაკზე გამარჯვებას მიუთითებს. ანუ ისინი პირჯვარს მარცხნიდან-მარჯვნივ იწერენ. XVI საუკუნემდე ყველაფერი სხვაგვარად იყო - კათოლიკეები მრავალი წლის მანძილზე პირჯვარს ორივე მიმართულებიდან იწერდნენ და ორივე შემთხვევა სრულიად მისაღები იყო. ცვლილებები კი 1570 წელს რომის პაპმა პიუს V-ემ შეიტანა და კათოლიკეებისთვის პირჯვრისწერის წესი მხოლოდ მარცხნიდან-მარჯვნივ გახდა მისაღები. აღსანიშნავია ასევე ბიზანტიური ტრადიციებიდან, რომ პირჯვრის წერის დროს სამი თითი წმ სამებას გამოხატავს, ხოლო ორი მოხრილი თითი კი - ქრისტეს ორმაგ ბუნებას - ღვთაებრივსა და კაცობრივს. თითებს პირველად შუბლზე იდებენ, რათა აზრი განიწმინდოს, შემდეგ გულზე – გულის გასაწმენდად, მერე მხრებზე, რათა ქრისტეს გულში გაძლიერდნენ. ჯვარს იმიტომ ისახავენ, რომ ჯვარცმულმა ღმერთმა იესო ქრისტემ დაიცვას და დაიფაროს მლოცველი. ბიზანტიაში თავდაპირველად პირჯვარს მხოლოდ ორი თითით ისახავდნენ, თუმცა ეს ჟესტი მოგვიანებით სამმა თითმა ჩაანცვლა. გაგიკვირდებათ და ძველმორწმუნეებში შეიძლება დღესაც შეხვდეთ მას, ვინც კვლავ ორი თითით განაგრძობს ჯვრის გამოსახვას. იხილეთ აგრეთვე: რას აღნიშნავს სამი თითი პირჯვრის წერის დროს და ლოცვა "მამაო ჩვენო"?– ის, რაც აქამდე არ იცოდით 8422 19-ს მოსწონს
|