x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ეშმაკის ბიბლია.
ხელით ნაწერი, ე.წ. "ეშმაკის ბიბლია" სავარაუდოდ მეთორმეტე-მეცამეტე საუკუნეებში დაიწერა ქალაქ პოდლაჟიცაში მდებარე (პრაღასთან 100 კილომეტრში) მონასტერ Benedictine-ს ბერის მიერ, რომელსაც დაუდია აღთქმა ერთ ღამეში დაეწერა ეს წიგნი საკუთარი ცოდვების გამოსყიდვის მიზნით. თუმცა არც ისე იოლი აღმოჩნდა ეს საქმე, როგორც ლეგენდა იუწყება და დახმარება ბერს ეშმაკისთვის უთხოვია. ექსპერტების თქმით კი 10-12 წელი მოანდომა მის დაწერას.

image


წიგნი თავდაპირველად 640 გვერდს მოიცავდა, თუმცა დღეს იგი პრაღის მუზეუმშია და მხოლოდ 624 გვერდია შემონახული. ბიბლია იწონის 75 კგ-ს და ფურცლებად კი გამოყენებულია 160 ვირის ტყავი.image




ბიბლია მოიცავს "ძველი" და "ახალ აღთქმის" ტექსტს, ისიდორა სევილსკოვის- "ეთიმოლოგიას", იოსიფა ფლავიას- "ებრაელთა ომს", ე.წ. -"ცოდვილთა კრებულს", "ქადაგებებს", "კოსმოსურ ქრონიკებს" და "კალენდარს"- წმინდანთა დღეების მითითებით.


image


წიგნის 290-ე გვერდი მოიცავს წმინდა ტექსტებს, სადაც მოხსენიებულია წმინდანები ეშმაკის გამოსახულებით. აღსანიშნავია ასევე ის, რომ ამ გვერდამდე რამდენიმე გვერდის წინ და შემდგომ ტექსტი კონტურულია მუქი ჩრდილებით, რაც წიგნის სხვა დანარჩენ გვერდებზე არ გვხვდება.

image

image


ლეგენდის თანახმად, ჩეხეთის ქალაქ პოდლაჟიცაში არსებულ მონასტერ Benedictine-ში მსგავსი ბიბლიის წერის შთაგონების წყარო გამხდარა დაცემული ანგელოზი, რომელიც ბერის სახით მოევლინა მონასტერს და ჩაუნერგა იქ მსახურებს მსგავსი ბიბლიის წერა, რის სანაცვლოდაც მათ ცოდვები მიეტევებოდათ. 13-ე საუკუნის ნახევარში ინკვიზიცია უკვე იყო საქმის კურსში და მსგავსის დაწერა აღარავის გაუმეორებია.


რამდენიმე საუკუნე ეს ბიბლია ინახებოდა სხვადასხვა სამონასტრო ბიბლიოთეკაში. 1594 წელს კი უნგრეთის მეფის რუდოლფ II-ის მეფობის დროს ეს ბიბლია გატაცებული იქნა შვედების მიერ და სტოკჰოლმში ინახებოდა ნადავლის სახით მანამ, სანამ ბერლინსა და ნიუ-იორკში გამოფენაზე არ გაიტანეს.


image

ისტორია თუ ლეგენდა "ეშმაკის ბიბლიის" შესახებ ცხადია სიმართლეა, რასაც ამ წიგნის 290 გვერდზე გამოსახული 290-ვე დემონის ფიგურა მოწმობს, ხოლო მისი საფუძვლიანი არსი ბუნდოვანია და წლების მანძილზე სხვადასხვა თაობის ბერი შეეცადა მის გაშიფვრას, თუმცა უშედეგოდ.


ამჟამად "ეშმაკის ბიბლია" ინახება პრაღაში, გალერეა Klementinum-ში ტყვიაგაუმტარი მინით დაცული და ამ წიგნის გადაფურცვლა კი დაშვებულია მხოლოდ შვედეთის სამეფო კარის გამოცდილი ბიბლიოთეკარი სპეციალისტების მიერ ხელთათმანებით.image


7
975
18-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
975
  
2014, 28 მარტი, 20:38
სწორედ ეგ არის ბატონო გოდერძი.
2013, 28 დეკემბერი, 17:59
გიგასის კოდექსია ეს? თუ სხვა წიგნია.....პასუხი გამეცით რაა???
2013, 23 დეკემბერი, 23:13
დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი :D :D
2013, 23 დეკემბერი, 20:29
რადგან ინახება გალერეაში ე.ი არიან ადამიანები ვისაც აინტერესებს და არიან მსურველები ვინც მიდის და როგორც ექსპონატს ათვალიერებს მე ამის სურვილიც არ გამიჩნდებოდა ეს ავღნიშნე
2013, 23 დეკემბერი, 20:07
აბა რა ვის ტკივა თავი ამას შეეხოს ან წაიკითხოს მითუმეტეს...
2013, 23 დეკემბერი, 19:47
ასეთი რამეები მაშინებს:(
ხელსაც ვერ შევახებდი
2013, 23 დეკემბერი, 19:28
ფუი ეშმაკს
0 1 7