x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
რელიგია არ არის...
კაცობრიობის მთელი ისტორიის მანძილზე რელიგია მისი თანამდევი მოვლენაა და დღემდე დედამიწის მოსახლეობის უმეტეს ნაწილს მოიცავს. მიუხედავად ამისა, ბევრი ადამიანისთვის რელიგია მაინც ნაკლებად გასაგებია. ამ, ერთი შეხედვით, უცნაური ფაქტის მიზეზი ის გარემოებაა, რომ რელიგიას, ჩვეულებისამებრ, აფასებენ გარეგნული ნიშნებით, იმით, თუ როგორ იყენებენ მას მისი მიმდევრები პირად და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ამიტომაც, რელიგიას სხვადასხვაგვარად იგებენ, რის გამოც მის არსს გაიაზრებენ ან მეორეხარისხოვანი, უმნიშვნელო ელემენტებით, ან მცდარად. ამას ვერც ერთი მსოფლიო რელიგია ვერ აცდა.


image

სწორედ ამიტომ, განსაკუთრებულ განხილვას საჭიროებს საკითხი, თუ რა არის რელიგიის არსი, რა არის მასში განმსაზღვრელი და აუცილებელი და რა - არარსებითი.
რელიგიას აქვს ორი მხარე: გარეგანი, ანუ როგორია იგი გარეშე დამკვირვებლის თვალში და შინაგანი, ანუ ისეთი, როგორსაც ხედავს მას ამ რელიგიის სულიერი და ზნეობრივი პრინციპების შესაბამისად მცხოვრები მორწმუნე ადამიანი.


გარეგნულად რელიგია წარმოადგენს:


ფილოსოფიური თვალსაზრისით - მსოფლმხედველობას, რომელიც მოიცავს უამრავ კონკრეტულ სწავლებას (კანონებსა და დოგმატებს, ასევე ტრადიციასაც), რომელთა გარეშე (ან თუნდაც ერთის გამოკლებით) იგი კარგავს საკუთარ თავს და წარმოშობს ცრურწმენებს, სექტებს, ჯადოქრობას, ოკულტიზმს, სატანიზმსა და მსგავს ფსევდორელიგიურ მოვლენებს: მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ მათგანში არსებობს რელიგიის ცალკეული ელემენტები, ისინი, სინამდვილეში, მისი გახლეჩის, დეგრადაციისა და გადაგვარების პროდუქტია.



საზოგადოებრივ-პრაქტიკული გამოხატულებით ეს არის ორგანიზაცია, რომელსაც გააჩნია მართვის განსაზღვრული სტრუქტურა (ეკლესია), თავის მიმდევართა ცხოვრებისა და ღვთისმსახურების წესებით.


შინაგანი თვალსაზრისით კი რელიგია განსაკუთრებული სულიერი ცხოვრებაა, რომელიც ადამიანს მისსავე სულში დაფარულ მარადიული ღვთაებრივი სილამაზის სამყაროს აღმოაჩენინებს.



ეს ზოგადად იმაზე თუ რა არის რელიგია. დღეს ჩვენი ქვეყნის უმეტესი ნაწილი რწმენაშია და თავს თვლის რელიგიურად, რაც მისასალმებელია. მათგან უმეტეს ნაწილს კი ავიწყდება იმის ცოდნა, რომ რელიგია არ არის... თუმცა რისი გადმოცემაც მინდა, მამა პეტრე კვარაცხელიაზე უკეთ დარწმუნებული ვარ არ გამომივა, ამიტომ გთავაზობთ მის ტექსტს უცვლელად და იქნებ გავითვალისწინოთ.


image


რელიგია არ არის, შენ წირვას ისმენდე და გულში შენს მეზობელს განიკითხავდე, რომელიც ჯერ კიდევ ლოგინში ტრიალებს. რელიგია არ არის, მიცვალებული მხოლოდ საგანგებო დღეებში რომ გახსენდება და გარშემო ყველა გაიგებს, შენი პანაშვიდის ისტორიას. რელიგია არ არის, კოჭებამდე კაბებით სიარული და მოკლე კაბიანების დაუმთავრებელი განკითხვა... რელიგია არ არის, შენი სულიერი მოძღვრის გაფეტიშება და სხვა სასულიერო პირების გინება, ამ ქმედებით ქრისტეს ვაგინებთ... რელიგია არ არის, ხატების მორთვა ჰოლანდიური ვარდებით და სამათხოვროდ გაშვერილი ხელის შეუმჩნევლობა... რელიგია არ არის, მთის წვერზე ყველას დასანახად ტაძრის შენება და საკუთარი ოჯახის წევრის სახლიდან გაგდება... რელიგია არ არის, შენი აუტანელი ხასიათის გამართლების მიზნით, შენთვის მიუღებელი შეხედულებების გმობა... რელიგია არ არის, გადაშლილი ლოცვანის ყურება და სხვისი წარმატებით გაბოროტებული გამოხედვა... რელიგია არც უსაქმურების თავშესაფარია და არც არ შემდგარი ადამიანების ერთობლიობა, რელიგია საკუთარი თავის შეცნობაა...

13
369
20-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
369
  
2015, 19 ივნისი, 13:55
რომ მოეცათ ნება ორმაგი მნახველი ეყ ოლებოდა ან ცოტა მეტი მაინც. :)
2015, 19 ივნისი, 13:35
მაინც მადლობა გუჯა, არაჩანდამ დაგასწრო. ;)
2015, 19 ივნისი, 13:35
სწორედ ეგ ვიგულისხმე ჩვენი ქვეყნის დიდი ნაწილი რწმენაში რომ არის, რომ რწმენა აკლიათ და მხოლოდ ნიღაბია. ავიწყდებათ სინამდვილეში რელიგია რა არის... :(
2015, 19 ივნისი, 13:24
მაგარია მაკა, გაზიარებაც მინდოდა და არ მიიღეს–გაზიარებულიაო. :(
2015, 19 ივნისი, 13:21
ძალიან ინტერესით წავიკითხე მინდოდა რამე ახალი გამეგო თუმცა ვერაფერი :(((( ვერ დაგეტანხმები რომ ჩვენი ერის დიდი ნაწილი რწმენაშია რწმენა არ ქვია ამა დაფანატება ბრმად უფრო ეწოდება 60 პროცენტს მორწმუნეეობას რომ იბრალებენ ბიბლია არ გადაუშლია ამათსანავე ბიბლიასთან ერთად ვფიქრობ მორწმუნე ადამიანმა უნდა იცოდეს ყურანი ბუდა და სხვა მრავალი რელიგიური წიგნი ჩემი აზრით რომ ცოტა აზრზე მოვიდეს და გაერკვეს რაც შეეხება სულის სიმშვიდეს ტაძარში ყოფნისას მეც ბევრჯერ განმიცნია ))) და მწამს მე ღმერთის მაგრამ არ მომწონს ქართული ღვთის მსახურების წეს ჩვეულებები უმეტესობის ყველას არ ვთვლი რათმქუანდა <<<< იმედი მაქვს არ გამლანძღავთ აქ და სწორად გაიგებთ რისი თქმაც მინდოდა
2015, 19 ივნისი, 12:29
მადლობა ქალბატონო ლალი. ჩვენდა სამწუხაროდ ხშირია მსგავსი ფაქტები.
2015, 19 ივნისი, 12:26
ძალიან მომეწონა სტატია. გავაზიარე შემდეგი ციტატით: ,,რელიგია არ არის, მთის წვერზე ყველას დასანახად ტაძრის შენება და საკუთარი ოჯახის წევრის სახლიდან გაგდება... ". ჩემს ირგვლივ ბევრი ადამიანია, რომელიც სწორედ ასე იქცევა. წირვას არ აცდენენ და ოჯახის წევრებს ცუდად ექცევიამ.
2015, 19 ივნისი, 12:03
მაგარი სიტყვებია ♥
2015, 19 ივნისი, 11:56
ყველა საღად მოაზროვნე, სწორედ მასე იაზროვნებს ბაქარ, თუმცა დღეს ასეთი ალბათ 100-დან 5%-ია.
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10