x
image
K.P.
"ნარმანიას, ეჭვი მაქვს, მერად მისივე სამსახური არ აღიარებს"-ნანუკა ჟორჟოლიანი
image
ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ხელისუფლებასა და ქალაქის მერს, დავით ნარმანიას აკრიტიკებს. "რამდენჯერმე დავწერე რომ თბილისის საახალწლო განათება ლამაზია. მართალია, მხოლოდ ვაკე და ვერაა კარგად განათებული, მაგრამ ამას ხაზი არ გავუსვი.

ეს სილამაზე რომ კარგად გამოჩენილიყო საახალწლო გადაცემის მონოლოგი ქუჩაში ჩავწერე, იმ გადაცემის, რომელსაც ზუსტად ვიცოდი მაღალი რეიტინგი ექნებოდა.

ეს მათთვის ვისაც გონია რომ კარგს ვერ ვხედავ.

უკვე ჩაბნელებულია ნახევარი ქალაქი. ისეთი ცუდი შესახედი იყო გუშინ რუსთაველი... ამ ნარმანიას, ეჭვი მაქვს, მერად მისივე სამსახური არ აღიარებს. იმდენად არაკომპეტენტურად და სასაცილო პერსონაჟად მიაჩნიათ, რომ მერიისთვის ყველაფერი "მოსულა".


იქნებ დროა აღიაროთ რომ ქალაქის მერი თქვენი პოლიტიკური შეცდომა იყო. ქალაქის განათებას ვინ დაეძებს, თავად ქალაქს აღარ ჰყავს დედა. ვადამდელზე იფიქროთ დროა მეგობრებო. თორემ როცა ამის დრო მოვა, ისეთ დღეში იქნებით თქვენ ხმას აღარავინ მოგცემთ"-წერს ნანუკა "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

ნანუკა ჟორჟოლიანი ყოფილი ხელისუფლებისა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერია. ჟურნალისტი ამ ყველაფერს არც მალავს. მისი ყოფილი მეუღლე და შვილის მამა, ირაკლი კოდუა წლების მანძილზე "სოდის" უფროსი გახლდათ. "უბრალოდ მივხვდით, რომ აღარ გვაქვს ის პირადი, რაღაცნაირი ემოციური ურთიერთობები, თავგადასავალი. ყველა თავგადასავალი ოდესმე სრულდება. ჩვენი თავგადასავალი ასე დასრულდა"-ასე განმარტა ნანუკამ მეუღლესთან დაშორების მიზეზები.image

0
128
3-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
128
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0