კინო გარდაიცვალა ცნობილი ფრანგი მსახიობი მიშელ გალაბრიუ 2016, 5 იანვარი, 11:28 ![]() მიშელ გალაბრიუ დაიბადა 1922 წლის 27 ოქტომბერს მაროკოში ფრანგი ინჟინრის ოჯახში.ბავშვობიდანვე ოცნებობდა მსახიობობაზე.მისი დებიუტი 1950 წელს შედგა ლეგენდარულ თეატრში " კომედი ფრანცი".მხოლოდ 10 წლის შემდეგ მიიწვიეს გალაბრიუ კინოში. თავის ხანგრძლივი კარიერის მანძილზე გალაბრიუმ 250 მეტ ფილმში ითამაშა.თუმცა მსოფლიო პოპულარობა მას კომედიურმა როლებმა მოუტანა. მრავალ ფილმში მისი პარტნიორი ლუი-დე ფიუნესის იყო. თუმცა მისი ტალანტი სხვა ჟანრის ფილმებშიდაც გამომჟღავნდა.მას იწვევდნენ როლებზე ისეთი ცნობილი ფრანგი რეჟისორები, როგორებიც არიან ბერტნარ ბლიე, ჟან-ლიუკ გოდარი, კოსტა-გავრასი და სხვები. მან ითამაშა საკულტო ფილმში "Subway", ხოლო კრიმინალურ დრამაში "მოსამართლე და მკვლელი" სერიული მკვლელის როლის შესრულებისთვის საფრანგეთის მთავარი კინოპრემია "სეზარი" გადაეცა. ![]() ![]() 278 4-ს მოსწონს 1-ს არა
|