x
image
K.P.
სატელევიზიო სკანდალი! "დავეცე იქამდე, გრაფიკები რომ გამოვაქვეყნო?"-ინგა გრიგოლია "რუსთავი 2"-ს აკრიტიკებს

image
ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს აკრიტიკებს. "ხომ ძაან სასაცილოა და არაადექვატურია დღეს ამის დაწერა.... მაგრამ ვერ გადავხარშე, რომ არ დამეწერა რა. მოკლედ, წუხელ ზარ-ზეიმით რომ გვამცნეს რეიტინგები "რუსთავი 2-ზე" ასე თქვეს, თურმე სადღაც 65-ე ადგილზეა 70-ადგილში კონკურენტი არხის დახურული გადაცემაო..... ხოდა, არ ტეხავს? სექტემბრიდან რომ აღარ იზომება, იმ გადაცემას რატომ აცხადებ 65-ედ, როცა თითქმის სულ გიგებდა? და უბრალოდ დახურეს ხოოოო.... "რუსთავი 2-", აგიხსნათ ეხლა, რამდენიმე თვის დახურული როა გადაცემა და ამ თქვენს "აღტაცებულ" რეიტინგებში ასე ცინიკურად რომ აცხადებთ, როგორ ტეხავს?????? ძაან ტეხავს, მეგობრებო. მე რა..... მე უკვე აღარ მადარდებს ის არხი, მაგრამ ობიექტურობას ნუ დაკარგავთ რა. ვერაფრით ავხსენი დახურულ გადაცემაზე თქვენი სიამაყე... წინა თვეებს გადახედეთ, ეთერში რომ ვიყავით.... ძაან გავბრაზდი.... დავეცე იქამდე, გრაფიკები რომ გამოვაქვეყნო???? ტეხავს....პაკა"-წერს ინგა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ რომ, ინგა გრიგოლია ტელეკომპანია "იმედზე" მუშაობდა. ის გადაცემა "იმედის კვირის" თანაწამყვანი გახლდათ, რომელიც "P.S."-ის პარალელურად გადიოდა. ინგა გრიგოლიას საავტორო გადაცემა "რეაქცია" კი "ვანოს შოუს" ემთხვეოდა. ყველასათვის მოულოდნელად ინგა გრიგოლიას ორივე გადაცემა დახურეს, რის გამოც ჟურნალისტი უმუშევარი დარჩა. "ვერასოდეს ვერ დავიჯერებ, რომ ეს არ იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება"-აცხადებს ინგა და ირწმუნება რომ, არც ერთი ტელეკომპანია ორ მაღალრეიტინგულ გადაცემას ერთდროულად არ ხურავს.

ინგა გრიგოლია ტელეკომპანია "პირველის" გენერალურ პროდიუსერად დაინიშნა და მალე მისი ახალი გადაცემაც გავა ეთერში.

0
854
3-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
854
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0