სხვა 2015 წლის მნიშვნელოვანი მოვლენები 2015, 31 დეკემბერი, 12:27 ![]() აი გაილია 2015 წელიც და მოდით კიდევ ერთხელ გავიხსენოთ გასული წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები საზოგადოების, პოლიტიკის, მეცნიერების და კულტურის სფეროში. საზოგადოება 7 იანვარი, ტერაქტი პარიზში.სამმა ტერორისტმა ცეცხლი გახსნა სატირულ ჟურნალ "შარლ ებდოს" ოფისში და ქუჩაში, დაიღუპა 10 ჟურნალისტი და 2 პოლიციელი.11 მძიმედ დაიჭრა. ![]() 27 თებერვალი, მოსკოვში მოკლეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბორის ნემცოვი. ![]() 24 მარტი.სამხრეთ საფრანგეთში, ალპებში ჩამოვარდა სამგზავრო თვითმფრინავი A320, დაიღუპა 150 ადამიანი. ![]() 2 აპრილი.ალ შაბაშის ბოევიკებმა შეტევა განახორციელეს ქალაქ გარისას უნივერსიტეტში(კენია), დაიღუპა 148 ადამიანი. ![]() 14 აპრილს ხმელთაშუა ზღვაში ჩაიძირა გემი, რომელსაც არალეგალური მიგრანტები გადაჰყავდა ლიბიიდან იტალიაში, დაიღუპა 400 ადამიანი, მათ შორის ბავშვებიც. გადაარჩინეს 150 ადამიანი. ![]() 25-28 აპრილი მიწისძვრა ნეპალში მაგნიტუდით 7, 8 ბალი.დაიღუპა 8699 ადამიანი, 22 489 დაიჭრა, დაზარალდა 8 მილიონი ადამიანი. ![]() 30 ივნისი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი Lockheed C-130 Hercules დაეცა სასტუმროს თავზე ინდონეზიის ქალაქ მედანში.დაიღუპა 141 ადამიანი. ![]() 3 აგვისტო. სირიის შეიარაღებული ძალების ავიაგამანადგურებელი МиГ-23 ჩამოვარდა ქალაქ ერიჰას ბაზრობაზე.დაიღუპა 33 და დაშავდა 150 ადამაიანი. ![]() 31 ოქტომბერი.რუსეთის ავიაკომპანიის თვითმფრინავი Airbus A321 ჩამოვარდა ეგვიპტეში, ბორტზე მყოფი 224 ადამიანი დაიღუპა. ![]() 12 ნოემბერი. ტერაქტი ბეირუთის შიიტურ რაიონში, დაიღუპა 43 ადამიანი, დაიჭრა 239 ადამიანი. ![]() 13 ნოემბერი.ტერაქტების სერია პარიზში.დაიღუპა 130 ადამიანი, დაიჭრა 351 ადამიანი. ![]() პოლიტიკა 1 იანვარი.ლიტვა ოფიციალურად ევროზე გადავიდა და ამით ევროზონის მე-19 წევრი გახდა. ![]() 1 იანვარი დამთავრდა ყირიმის რუსეთთან ინტეგრაციის პერიოდი, რის მიხედვითაც ყირიმი რუსეთის ნაწილი ოფიციალურად გახდა. ![]() 3 თებერვალი. იტალიის ახალი პრეზიდენტი სერჯიო მატარელა გახდა. ![]() 12 მარტი.ისლანდიამ ევროკავშირის წევრობაზე უარი თქვა. ![]() 20 მარტი. აფხაზეთის პრემიერ -მინისტრი არტურ მიქვაბია გახდა. ![]() 22 ივნისი.ყაზახეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი გახდა. ![]() 20 ივლისი.50 წლიანი შესვენების შემდეგ აშშ-მ და კუბამ დიპლომატიური ურთიერთობა აღადგინეს. ![]() 3 სექტემებერი.დააპატიმრეს გვატემალას პრეზიდენტ ოტო პარესი, იგი კორუფციული სქემის შექმნაშია ეჭვმიტანილი.პრეზიდენტი თანამდებობიდან გადადგა, მისი მოვალეობა ვიცე-პრეზიდენტმა გააგრძელა. ![]() 24 ნოემბერი.თურქულმა სამხედრო ძალებმა ჩამოაგდეს რუსული ავიაგამანადგურებელი Су-24, რამაც რუსეთ-თურქეთს შორის ურთიერთობის გამწვავება გამოიწვია. ![]() 15 დეკემბერი.ევროკომისიამ მიიღო გადაწყვეტილება . საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების თაობაზე ![]() 23 დეკემბერი.თანამდებობიდან გადადგა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ![]() მეცნიერება 8 იანვარი. ამერიკაში შექმნეს ახალი ტიპის ანტიბიოტიკი-ტეიქსობატკინი. ![]() ![]() 13 აპრილი.ნასას მეცნიერებმა გააკეთეს სენსაციური განცხადება იმის თაობაზე, რომ მარსზე აღმოჩენილია წყალი და ამასთან ერთად შესაძლოა წითელ პლანეტაზე სიცოცხლის ნიშნებიც იყოს. ![]() 2 ივნისი.მკვლევარების საერთაშორისო ჯგუფმა შეისწავლა პროსტატის კიბოს მეტასტაზირების რთული პროცესი, ახალი მონაცემების საფუძველზე შესაძლებელია ახალი პრეპარატის დამზადება, რომელიც კიბოს განვითარების ბლოკირებას მოახდენს. ![]() 12 აგვისტო.აღმოჩენილი იქნა რიგით მე-15 ხუთკუთხიანი პარკეტი. ![]() 29 აგვისტო. ჰავაიზე დაიწყო მარსზე ცხოვრების ექსპერიმენტი, 6 ადამიანი ერთი წლის განმავლობაში იცხოვრებს იზოლირებულ გუმბათში, რომლის დიამეტრი 11 მეტრია, ხოლო სიმარლე 6 მეტრი. ![]() 1 ოქტომბერი.Microsoft-მა ოფიციალურად გამოუშვა ახალი ოპერაციული სისტემა პერსონალური კომპიუტერებისთვის. ![]() 18 ნოემბერი.ჩილეში დაიწყო მსოფლიოში ყველაზე დიდი ტელესკოპის მშენებლობა. ![]() კულტურა საკულტო ფანტასტიურ-სათავგადასავლო ფილმში, "უკან მომავალი-2"-ში მარტი და დოკი 2015 წელში ხვდებიან. ![]() 8 თებერვალს გაიმართა "გრემის" დაჯილდოების 57-ე ცერემონიალი.ერთბაშად ოთხ ნომინაციაში გამარჯვებული გახდა ბრიტანელი ავტორი შემსრულებელი სემ სმიტი.(წლის ჩანაწერი, წლის სიმღერა, წლის ახალი შემრულებელი და საუკეთესო ვოკალური პოპ-ალბომი. ![]() 25 თებერვალი.ლოს-ანჯელესში გაიმართა "ოსკარის" დაჯილდოების მორიგი ცერემონიალი.ერთბაშად სამი პრიზის მფლობელი გახდა რეჟისორ ალექსანდრე გონსალესის შავი კინოკომედია "ბერდმანი" ![]() 19-23 მაისი-ავსტრიაში გაიმართა მე-60 საიუბილეო "ევროვიზიის" კონკურსი, გაიმარჯვა შვედმა მონს სალმერლიევმა სიმღერით-"Heroes". ![]() 29 მაისი.გაქირავებაში გამოდის ფილმი "იურული პერიოდის სამყარო"(Jurassic World), რომელიც 2015 წლის ყველაზე საკასო ფილმად იქცა.შემოსავალმა 1, 6 მილიარდი$ შეადგინა. ![]() 9 ივნისი.გარდაიცვალა ლეგენდარული გერმანელი მუსიკოსი, კომპოზიტორი და დირიჟორი ჯეიმს ლასტი. ![]() 19-26 ივნისი .გაიმართა მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალი.მთავარი პრიზი "ოქროს წმინდა გიორგი" ბულგარელ რეჟისორს ივაილო ხრისტოვს გადაეცა ფილმისთვის "ლუზერი". ![]() აგვისტო.ბელორუს მწერალს და სცენარისტს სვეტლანა ალექსიევიჩს ნობელი პრემია გადაეცა ლიტერატურის დარგში. ![]() 15 აგვისტო .დევიდ გილმორმა ოფიციალურად განაცხადა pink-floyd-ის საბოლოოდ დაშლის შესახებ. ![]() 30 აგვისტო.ლოს ანჯელესში გაიმართა MTV -ის დაჯილდოება. წლის ვიდეო გახდა ტეილორ სვიფტის და კენდიკ ლამარის კლიპი-Bad Blood. ![]() 25 ოქტომბერი.მილანში გაიმართა MTV ევროპის დაჯილოდება .გამარჯვებული გახდა მამაკაცებში -ჯასტინ ბიბერი, ხოლო ქალებში რიანა. ![]() 12 დეკემბერი .დაბადებიდან 100 წელი შეუსრულდა ლეგენდარული ამერიკელ მომღერალს ფრენკ სინატრას ![]() ![]() 20 დეკემბერი.მაიკლ ჯექსონის ალბომმა "ტრილერმა" ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციისგან 30-ე პლატინის სერთიფიკატი მიიღო, რითაც აშშ-ს ისტორიაში ყველაზე პოპულარულ ალბომად იქცა. ![]() 122 9-ს მოსწონს 1-ს არა
|