x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
საავტორო უფლების დაცვა ფოტოსურათზე. ტექსტის შექმნის რასტრული ხელსაწყოები

image

Horizontal Type Mask Tool (ჰორიზონტალური ტექსტ-ნიღაბი) და Vertical Type Mask Tool (ვერტიკალური ტექსტ-ნიღაბი) ხელსწყოები ტექსტის ფორმის გამოყოფის ოლქების შესაქმნელად გამოიყენება. ამ ხელსაწყოების არსებობა იმას არ ნიშნავს, რომ მსგავსი გამოყოფის ოლქების შექმნა ტექსტის შექმნის ვექტორული ხელსაწყოების გამოყენებით არ შეიძლება. იმის გასარკვევად, თუ რა განსხვავებაა ამ ხელსაწყოებს შორის, განვიხილოთ ერთი მაგალითი: ერთნაირი შედეგის მისაღებად, ჯერ გამოვიყენოთ ტექსტის შექმნის ვექტორული ხელსაწყო, ხოლო შემდეგ, რასტრული.

გავხსნათ გამოსახულება ფოტოშოპში. გავააქტიურო Horizontal Type ხელსაწყო და ავკრიფოთ ტექსტი.

image

დავაჭიროთ Ctrl ღილაკს და დავაწკაპუნოთ ტექსტის ფენაზე, Layers პალიტრაში. შეიქმნება გამოყოფის ოლქი. გავთიშოთ ტექსტის ფენის ხილვადობის „თვალი“.

image

იგივე შედეგის მიღება, Horizontal Type Mask ხელსაწყოს გამოყენებით უფრო სწრაფად შეიძლება. ამ ხელსაწყოს ისეთივე პარამეტრების პანელი აქვს, როგორც ტექსტის შექმნის ვექტორულ ხელსაწყოს, მაგრამ ხელსაწყოსთან მუშაობის წესი განსხვავებულია.

ხელსაწყოთი გამოსახულებაზე დაწკაპუნებისთანავე, ირთვება „სწრაფი ნიღბის“ რეჟიმი. ტექსტის აკრეფის შემდეგ, მხოლოდ ტექსტის შიგნით ჩანს გამოსახულების ნაწილი, დანარჩენი გამოსახულება წითელი ნიღბით არის დაფარული.

image

ტექსტის რედაქტირება და დაფორმატება შეიძლება მანამდე, ვიდრე ის „სწრაფი ნიღბის“ რეჟიმში იმყოფება. ამ რეჟიმში ტექსტის დასაფორმატებლად, საჭიროა მისი მონიშვნა, კურსორის გადატარებით. ტექსტის მიღების ღილაკზე დაწკაპუნების შემდეგ, იქმნება გამოყოფის ოლქი და მასთან მუშაობა მხოლოდ რასტრული ხელსაწყოებით არის შესაძლებელი.

image

Horizontal Type Mask ხელსაწყო არ ქმნის ფენას და ტექსტის გადაადგილება გამოყოფის ოლქის შექმნის რომელიმე ხელსაწყოს გააქტიურებით არის შესაძლებელი, ისიც იმ შემთხვევაში, თუ ხელსაწყო ახალი ოლქის გამოყოფის რეჟიმში იმყოფება და კურსორი გამოყოფის ოლქის შიგნით არის მოთავსებული. ტექსტის გადაადგილება და ტრანსფორმირება ასევე შეიძლება ბრძანებით: მენიუ Select> Transform Selection.

image

მიღებულ გამოყოფის ოლქში შეიძლება ფერის, ტექსტურის ან გრადიენტის ჩასხმა და კონტურის შემოვლება (ამგვარი ოპერაციების ჩატარება უმჯობესია ცალკე ფენაზე).

image

image

ინტერნეთში გამოქვეყნებულ გამოსახულებაზე საავტორო უფლების დაცვის რამოდენიმე ხერხი არსებობს. შესაძლებელია საავტორო უფლების დასაცავად, როგორც ერთჯერადი, ისე მრავალჯერადი გამოყენების ტექსტის ფენის შექმნა.

I. საავტორო უფლების დაცვის ერთჯერადი გამოყენების ფენის შექმნა:

1) გავხსნათ გამოსახულება და Horizontal Type Mask ხელსაწყოს გამოყენებით ავკრიფოთ ტექსტი.

image

2) Ctrl+J ღილაკების კომბინაციით მოვახდინოთ ტექსტის კოპირება ახალ ფენაზე

image

3) გამოვიყენოთ ტექსტის ფენისთვის Bevel and Emboss ეფექტი.

image

image

II. საავტორო უფლების დაცვის მრავალჯერადი გამოყენების ფენის შექმნა:

1) Horizontal Type ხელსაწყოს გამოყენებით ავკრიფოთ თეთრი ფერის ტექსტი.

image

2) გადავიყვანოთ ტექსტის ფენა Multiplay რეჟიმში (ტექსტი გაქრება გამოსახულებიდან) და გამოვიყენოთ Bevel and Emboss ეფექტი.

image

ამ ტექსტის შენახვა PSD ფორმატში შეიძლება. რადგან ტექსტი ვექტორულია, ზომის დაპატარავების ან გაზრდის შემთხვევაში, ხარისხი არ შეიცვლება და ამიტომ, მისი გამოყენება შეიძლება ნებისმიერი ზომის გამოსახულებაზე.

image

0
53
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
53
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0