სხვა ცნობილი ბრიტანელი კატა-კლეპტომანი კვლავ დაადგა დანაშაულებრივ გზას 2015, 29 დეკემბერი, 9:46 ![]() ბრიტანელი კატა თეო კვლავ დაადგა დანაშაულებრივ გზას, -ქურდობისადმი პათოლოგიურ მიდრეკილებას, იმისდა მიუხედავად, რომ მისი პატრონი ირწმუნებოდა, თეო გამოსწორების გზას დაადგაო. კლეპტომანი კატა თეო იპსვიჩიდან პირველად საზოგადოებისთვის ცნობილი 2013 წელს გახდა, როდესაც საახალწლო ატრიბუტები მოიპარა. მისი ბოლო ნადავლი მსუბუქი სათამაშოები გახდა:ანანასი, ბადრიჯანი, აგრეთვე მწვანე წიწაკა, თევზი და თექის კალათა. ![]() ადრე კატას უფრო ღირებული საქონელი მოჰქონდა ხოლმე სახლში, მაგალითად:USB კაბელი, ტელეფონის დამტენი, მიტკალის სამოსის ატრიბუტები, ავტოკალამი, ნახატები და პრეზერვატივიც კი. ამას წინათ თეომ ლურჯი ფერის ბავშვის ჟილეტი მიიტანა სახლში, ხოლო მეზობლად მცხოვრები პოლიციელის სახლიდან კატა-კლეპტომანმა საფოსტო კატალოგი მოაცუნცულა. ![]() "ძალიან მრცხვენია ჩემი კატის, განსაკუთრებით მას შემდეგ, როცა გარწმუნებდით, რომ თეო გამოსწორდა"-ასე მისწერა რეიჩელმა მეზობლებს. როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ თეოს ქურდობისადმი მიდრეკილება რატომღაც შობის წინა დღეებში ეწყება. ![]() 99 4-ს მოსწონს 1-ს არა
|