სხვა მშობლებისთვის ნაცნობი სიტუაცია. კრეატიული იდეები მათთვის, ვისაც სახლში პატარა ყავს. 2015, 27 დეკემბერი, 14:35 ბავშვები და საახალწლო დღესასწაული-ეს მართლაც ფეთქებადი ნარევია. მათ ვისაც სახლში პატარა ბავშვები ყავთ, დამეთანხმებით რომ ძალიან რთულ სიტუაციაში ვარდებიან საახალწლო ნაძვის ხის გამო. ერთი მხრივ გაქვთ სურვილი, რომ პატარა გაახაროთ და ნაძვის ხე მორთოთ, მეორე მხრივ კი დაძაბულ მდგომარეობაში ხართ იმის გამო, რომ ბავშვი ცდილობს მოხსნას სათამაშოები, დაითრიოს ნაძვის ხე და კიდევ ბევრი იდეები მოსდით ბავშვებს მათი დანახვისას. პატარებისთვის ყველაფერი მარტივია-ხედავენ მიზანს და ვერ ხედავენ დაბრკოლებას. ამიტომ მშობლები იძულებულნი არიან მიმართონ რაღაც განსაკუთრებულ ზომებს, რათა დაიცვან საახალწლო ნაძვის ხეები პატარების თავდასხმისგან. როცა სახლში პატარა ბავშვია, ყველაფერი თავდაყირა დგება: მშვენიერი იდეაა, შეგიძლიათ ბრად გამოიყენოთ ნაძვის ხე:შეგიძლიათ ღობე შემოავლოთ: ნაძვის ხე მანეჟში:"სადაც გინდათ დადგით, მაინც მივწვდები..."ესეც თქვენი ორიგინალური ჭაღები:შეგიძლიათ გაახვიოთ ცელოფანში: არ დაგავიწყდეთ საახალწლო სუფრის დაცვაც, მას ხომ ყველაფერი აინტერესებს. 176 2-ს მოსწონს
|