სხვა 10 ცვლილება, რომლებიც მომავალ ადამიანს რადიკალურად შეცვლის. საბოლოოდ რა გამოვა ნახეთ. 2013, 22 აპრილი, 16:20 ადამიანები განვითარებას არ წყვეტენ. თუმცა ბევრი ცვლილება, რაც ადამიანებში ხდება შეუმჩნეველია, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს ცვლილებები მთელი ძალით გამოვლინდება. აი 10 ყველაზე დიდი ცვლილება, რომელიც ასეული ათასი წლის განმავლობაში მოხდება ადამიანში. 1. რასების შერევა თანამედროვე სატრანსპორტო საშუალებებისა და კომუნიკაციის განვითარებას იქამდე მივყევართ, რომ სულ უფო ცოტა ადამიანები რჩებიან იზოლირებულნი ერთმანეთისგან. გახშირდა რასების შერევა სხვადასხვა პლანეტებიდან მოსულ ადამიანებში. ამის შედეგად გენეტიკური განსხვავებები სხვადასხვა ხალხებს შორის თნდათანობით ქრება და რასობრივი განსხვავება ნაკლებად შესამჩნევი ხდება. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ მომავლის ადამიანები უფრო მეტად დაემსგავსებიან ერთმანეთს. 2. დაქვეითებული იმუნიტეტი იმის გამო რომ ადამიანები სულ უფრო მეტად დამოკიდებულნი ხდებიან წამლებზე, რათა თავი გადაირჩინონ, იმუნური სისტემა დასუსტებას იწყებს. ხალხი მომავალში უფრო მგრძნობიარენი იქნებიან ავადმყოფობის გამომწვევი მიკროორგანიზმების მიმართ. თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების განვითარებამ და ახალმა ანტიბიოტიკებმა ჩვენი ჯანმრთელობა გააუმჯობესა და სიცოცხლე გაახანგრძლივა, მაგრამ ამან იმასთან მიგვიყვანა, რომ ჩვენს იმუნურ სისტემას სულ უფრო ცოტა მუშაობა სჭირდება ჯანმრთელობის შენარჩუნებისათვის. ბიოლოგიის თვალსაზრისით, იმუნური სისტემა უკვე ისე აღარაა საჭირო, როგორც ადრე და ჩვენ უფრო მეტად გავხდებით დამოკიდებულნი სამედიცინო ტექნოლოგიებზე. 3. კუნთების ატროფია ევოლუცია მოიცილებს იმ ნიშნებს, რომლებიც აღარ იქნება საჭირო. ხალხს აღარ დასჭირდება ძლიერი კუნთები, რადგან აღარ იქნება მძიმე სამუშაოები შესასრულებელი. უფრო მეტად გავხდებით დამოკიდებული ტექნოლოგიებზე, რომელიც ჩვენს მაგივრად შეასრულებს სამუშაოს. გარდა ამისა რაც უფრო მეტად შეისწავლიან კოსმოსს, მით უფრო მეტად დაკარგავს ადამიანის კუნთი მასას. კოსმონავტები, რომლებიც კოსმოსში დიდი ხნის მანძილზე იმყოფებოდნენ, ფიზიკური მუშაობის 40% დაკარგეს. 4. სიმაღლეში ზრდა. ბოლო ორი ასწლეულის მანძილზე ადამიანები სიმაღლეში უფრო მაღლები არიან, ვიდრე ადრე. უკანასკნელი 150 წლის განმავლობაში ადამიანთა სიმაღლემ საშუალოდ 10 სმ-ით მოიმატა. ევოლუცია აჩვენებს აქვს თუ არა ადამიანის სიმაღლეში ზრდას ზღვარი. 5.ცოტა თმა. შესაძლოა დროთა განმავლობაში თავზე თმა აღარ ჰქონდეთ ადამიანებს. ტანსაცმელმა და თანამედროვე ტექნოლოგიებმა თმის გამათბობელი ფუნქცია გახადეს მოძველებულად. 6. აღარ არის სიბრძნის კბილები გასაკვირი არ არის, რომ სიბრძნის კბილები იწყებს გაქრობას. ადამიანთა 35 % არ აქვს სიბრძნის კბილი. ყბის მოცულობაც მცირდება ამის გამო, გარდა ამისა კბილებიც თანდათან უფრო დაპატარავდება. 7. მეხსიერების დაქვეითება ტექნოლოგიები უკვე მოქმედებს იმაზე, თუ როგორ მუშაობს ადამიანის მეხსიერება. ადამიანის ტვინი იმახსოვრებს თუ სად ინახება ინფორმაცია და არა თვით ინფორმაციას. ინტერნეტის საუკუნეში ეს უფრო მეტად აქტუალური გახდა. 8. ფეხის თითების შემცირება ადრე ადამიანები ფეხის თითებსაც ისევე იყენებდნენ, როგორც ხელის თითებს. მას შემდეგ რაც ფეხებს, მხოლოდ სიარულისთვის იყენებენ ფეხის თითების ზომა საგრძნობლად მცირდება. 9. დიდი ან პატარა თავის ზომა მეცნიერები დღემდე დაობენ იმის შესახებ, რომ გაიზრდება თუ დაპატარავდება თავის ზომა. უმრავლესობა იმ აზრზე რჩება, რომ თავი სიდიდით არ გაიზრდება, რადგან ეს ბუნებრივ მშობიარობას შეუძლებელს გახდის. ამ მიზეზით ადამიანის თავი სიდიდეში არ გაიზრდება, არამედ შეიძლება შემცირდეს. 10. საკუთარი თავის სრულყოფილება ხალხი მივა იმ სტადიამდე, როცა ისინი შეძლებენ მართონ ადამიანის განვითარება ტექნოლოგიის დახმარებით. გენეტიკური შერჩევა მშობლებს საშუალებას მისცემს, რომ დაბადებამდე აირჩიონ ბავშვის თვისებები. ეს საშუალებას მისცემს, რომ აღმოფხვრან არასასურველი თვისებები ბავშვში. რაც გამოიწვევს ბევრი უარყოფითი თვისებების გაქრობას. როგორი იქნება მომავლის ადამიანი? ზოგიერთი ექსპერტების თქმით სწორედ ასეთი იქნება ადამიანის სხეული და სახე ათასი წლის შემდეგ. სიმაღლე დაახლოებით 180-210 სმ., გრძელი ხელები და თითები, მცირე მოცულობის ტვინი, დიდი თვალები და პატარა პირი, მოკლე ნაწლავი, რათა თავიდან აიცილონ სიმსუქნე და მამაკაცის განაყოფიერების შემცირების გამო პატარა ზომის სათესლე ჯირკვლები, ცოტა თმა თავზე, პატარ კბილები, შედარებით მუქი კანი რასების შერევის გამო და ასე შემდეგ... გამოდის, რომ ადამიანი ისევ მაიმუნად უნდა იქცეს. რაც მთავარია ეს ჩვენ აგვცდება, ახლო მომავალში არანაირი გარდაქმნები არ გველოდება და მერე რა იქნება და როგორები იქნებიან მაინც ვერ გავიგებთ... 210 8-ს მოსწონს
|