სხვა თქვენი ხასიათი თვალის ფერის მიხედვით. 2012, 11 ივნისი, 23:57 ალბათ, თქვენთვის ნაცნობია, რომ ადამიანთა ბუნების განსაზღვრა გარეგნობისა და მასში არსებული დეტალებით შესაძლებელია. ერთ-ერთი ასეთი დეტალი თვალის ფერია. მუქი ყავისფერი თვალები: ასეთი თვალების მქონე ადამიანები მგრძნობიარენი, მიმზიდველნი და გამჭრიახები არიან. გამოირჩევიან ტემპერამენტითა და ემოციურობით, თუმცა მალევე მშვიდდებიან. იშვიათად ახასიათებთ პრეტენზიულობა. უყვართ საზოგადოებასთან ურთიერთობა და ადვილად შედიან კონტაქტში. უყვარდებათ ადვილად, მაგრამ ასევე მალე შეუძლიათ დავიწყებაც. ღია ყავისფერი: ამ ფერის მქონე ადამიანები არიან საკმაოდ გულღიები და მეოცნებენი. მათ რომანტიკოსობას საზღვარი არ აქვს. გამოირჩევიან შრომისმოყვარულობითა და დიდი მოტივაციით. აღწევენ მიზანს და არიან წარმატებულები. პატარა წყენაც კი შესაძლოა მათთვის დიდ ტკივილად იქცეს. მწვანე თვალები: მეოცნებენი და საკმაოდ რბილი ხასიათის მატარებელნი. გამოირჩევიან პირდაპირობით. მეგობრები მათ აფასებენ და ენდობიან. თუმცა, არიან ისეთებიც ვინც ვერ იტანენ. მიზეზი კი მათი მტკიცე და პრინციპული ხასიათია. არიან კეთილსინდისიერნი. აქვთ საკმაოდ კარგი წარმოსახვის უნარი. ცისფერი თვალები: ხშირად მალავენ ტყუილს. ამ ტიპის თვალები ს მქონე ადამიანები ძირითადად მშვიდი ბუნებით ხასიათდებიან. არიან ნაკლებად სენტიმენტალურები. რეალურად აფასებენ მათ გარშემო წარმოქმნილ სირთულეებს. მუქი ლურჯი: მგრძნობიარენი და სენტიმენტალურები. ამბიციურები და ემოციურები. ცვალებადი ხასიათის მქონე ადამიანები. წყენა დიდხანს ამახსოვრდებათ. შავი: მიზანდასახულები, სიცოცხლით სავსენი და ენერგიულები. არ გამოირჩევიან მშვიდი ბუნებით. ასეთი ადამიანებისათვს არ არსებობს წინაღობა, როდესაც ისინი მიილტვიან სასურველი ადამიანისაკენ. ხანდახან მათი ზედმეტად გამბედაობა, შემდგომში დიდი ტკივილის მიზეზი ხდება. 1535 10-ს მოსწონს 1-ს არა
|