ქალი და მამაკაცი ვინ არის ულამაზესი მიმი შელიას მეგობარი მამაკაცი(+პირადი ფოტოები). 2015, 27 დეკემბერი, 11:48 23 წლის ულამაზესი მოდელი მიმი შელია, რომელსაც ქართველ ირინა შეიკად მოიხსენიებენ, მოსკოვში დაიბადა და გაიზარდა. თავის სილამაზეს იგი მამის დედას უნდა უმადლოდეს, რადგან გარეგნულად ძალიან გავს ბებიას. იგი სამოდელო ბიზნესით არის დაკავებული. მიმი შელია მომღერალ ქეთა თოფურიას დაქალია და თავისუფალ დროს ყოველთვის ერთად ატარებენ. მისი მეუღლე ქართველი ფეხბურთელი, გიორგი ჭანტურია იყო. მათ ერთმანეთი სოციალური ქსელის საშუალებით გაიცნეს და თავისი სიყვარული 2013 წლის 16 ივნისს, ზაფხულში დააკანონეს. მაგრამ როგორც ჩანს წყვილი დაშორდა ერთმანეთს. ახლა უკვე, რუსული მედია აქტიურად განიხილავს მიმი შელიასა და ცნობილი რუსი ფეხბურთელის, ფიოდარ სმოლოვის სასიყვარულო რომანს. რუსულ ინტერნეტსივრცეში ვრცელდება სტატიები სათაურით: "ფეხბურთელი ფიოდარ სმოლოვი თავის ახალ მეგობარ გოგონას აღარ მალავს", ხოლო მის ახალ მეგობარ გოგონად მიმი შელია სახელდება. ფეხბურთელი ცოტა ხნის წინ დაშორდა მეუღლეს და უკვე იშოვა მისი შემცვლელი.მატი შეხვედრების შესახებ ცნობილი გახდა შემოდგომაზე, მაგრა წყვილი აფიშირებას არ უკეთებდა თავიანთ ურთიერთობას. მაგრამ, ახლა მათ სოციალური ქსელის ინსტაგარმის პირად გვერდზე გადაღებულმა ფოტოებმა, საზოგადოება მათ სასიყვარულო რომანზე აალაპარაკა. მირანდას მისი თაყვანისმცემელები ძალიან თბილ და თავმდაბალ ადამიანად ახასიათებენ. ინტერნეტში მათ წყვილს უკვე ყველაზე ლამაზ წყვილად აღიარებენ. კომენტარებში ყველა უწერს მათ, რომ ძალაინ ლამაზი და შესაფერისი წყვილია. 1448 3-ს მოსწონს 1-ს არა
|