ქალი და მამაკაცი რუსკა მაყაშვილი გათხოვდა. 2015, 26 დეკემბერი, 18:45 ყველაზე პოზიტიური, მხიარული და საყვარელი მსახიობი და წამყვანი რუსკა მაყაშვილი გათხოვდა. ეს სასიამოვნო ინფორმაცია ცნობილი გახდა რუსკას სოციალური ქსელის "ფეისბუქის" პირადი გვერდიდან. მსახიობმა "ფეისბუქზე" ატვირთა თავის მეუღლესთან ერთად გადაღებული ფოტო წარწერით "ახალდაქორწინებულები": რუსკა მაყაშვილის მეუღლე მორაგბე სანდრო ნიჟარაძეა. ორი წლის განმავლობაში ხვდებოდა წყვილი ერთმანეთს. ჯერ კიდევ 2013 წლის ზაფხულში დადიოდა ხმები მათი შესაძლო სასიყვარულო რომანის შესახებ, როცა სანდრო და რუსკა ბათუმში ერთად იყვნენ წასული დასასვენებლად. წყვილი პირადი ცხოვრების შესახებ არასოდეს არ საუბრობდა მედიასთან და ინტერვიუსაც კი არ იძლეოდნენ. მათ შესახებ ჭორებსაც კი ვერ გაიგებდით. ერთი თვის წინ კი წყვილს ნიშნობა ჰქონდა, რაც ასევე სოციალური ქსელის საშუალებით გახდა ცნობილი. რუსკა მაყაშვილმა თავისი ნიშნობის შესახებ თითზე წამოცმული ნიშნობის ბეჭდიანი ფოტოთი ამცნო საზოგადოებას. შეგახსენებთ, რომ ყველაზე რეიტინგულ ტელეშოუს "ნიჭიერის" ოთხ უცვლელ ჟიურის წევრთან-ნანუკა ჟორჟოლიანთან, ია ფარულავასთან, ნიკა გვარამიასა და ჭოლასთან ერთად, რუსკა მაყაშვილი ჟიურის მეხუთე წევრად მოგვევლინა და შოუს უფრო მეტი სიხალისე შემატა. გაბედნიერებას ვულოცავთ რუსკას და წარმატებებს ვუსურვებთ პირად ცხოვრებაში! 515 2-ს მოსწონს 1-ს არა
|