კომპიუტერები და პროგრამები ქრებიან და ჩნდებიან. გაქრობა-გამოჩენის ეფექტი ანიმაციაში. + საახალწლო და საშობაო ანიმაციები 2015, 25 დეკემბერი, 18:30 ანიმაციაში გაქრობა-გამოჩენის ეფექტის შესაქმნელად, საჭიროა 2 ფენა Layers პალიტრაში: ფონის ფენა და გასაქრობი ფენა. 1) უნდა მოვახდინოთ გასაქრობი ფენის კოპირება 4-ჯერ 4) გავხსნათ Animation პალიტრა (პალიტრის გახსნის წინ, Layers პალიტრა ისე უნდა გამოიყურებოდეს როგორც ზემოთ სურათზე არის ნაჩვენები). პალიტრაში მხოლოდ ერთი კადრი დაფიქსირდება > გავხსნათ პალიტრის მენიუ, პალიტრის ზედა მარჯვენა კუთხეში მდებარე ღილაკზე დაჭერით და ავირჩიოთ Make Frames From Layers პუნქტი > Layers პალიტრის ფენებიდან კადრები შეიქმნება და ანიმაციის პალიტრაში მივიღებთ 6 კადრს > მოვინიშნოთ პირველი კადრი და Layers პალიტრიდან დავაფიქსიროთ ფონი და 100% ფენა, მეორე კადრზე – ფონი და 80% და ა. შ. მეხუთე კადრის ჩათვლით, მეექვსე კადრზე უნდა დავაფიქსიროთ მხოლოდ ფონის ფენა. 6) ანიმაცია შევინახოთ GIF ფორმატში ბრძანებით: მენიუ File > Save for Web & Devices. P.S. იმისათვის რომ გამქრალი ობიექტები უცბად არ გამოჩნდეს გამოსახულებაზე, საჭიროა შენახვამდე, ანიმაციაში რამდენიმე კადრის დამატება:1) უნდა მოვინიშნოთ, კლავიატურის Shift ღილაკით, პირველიდან მეხუთე კადრის ჩათვლით. 2) მოვახდინოთ მონიშნული კადრების კოპირება (გადავათრიოთ ახალი კადრის შექმნის ღილაკზე). 3) კოპირების შემდეგ, მონიშვნა მოეხსნება პალიტრის პირველ 5 კადრს და მოინიშნება კოპირების შედეგად მიღებული კადრები. არ უნდა გავაუქმოთ მონიშვნა და გავხსნათ პალიტრის მენიუ > ავირჩიოთ Reverse Frames პუნქტი. მონიშნული კადრების რიგითობის თანამიმდევრობა შებრუნდება. 4) პალიტრის ბოლო კადრი გადმოვიტანოთ და ჩავსვათ მეხუთე კადრის შემდეგ (ფონის კადრი ისევ იმ ადგილს დაიკავებს, რომელზეც კადრების კოპირების წინ იყო). 5) შევინახოთ ანიმაცია. 256 6-ს მოსწონს
|