x
image
ციცი
Mediator image
"მხოლოდ შენ უწყი უფალო იმ ღამეს რა ხდებოდა..."-მაგდა პაპიძის დის პოსტი.
image

მთელი საქართველო შეძრულია 27 წლის მამისა და მისი 5 წლის შვილის მკვლელობით, რომელიც დიღმის მასივში, ფერაძის ქუჩაზე მოხდა.

მეუღლისა და შვილის მკვლელობის ბრალდებით კი დაკავებულია მამაკაცის ცოლი და ბავშვის დედა, 25 წლის მაგდა პაპიძე. მიუხედავად იმისა, რომ ეჭვმიტანილი უარყოფს ბრალდებას, მას ბრალი უკვე წაუყენეს და წინასწარი პატიმრობაც შეუფარდეს, რადგან მის წინააღმდეგ უკვე საკმაოდ ბევრი სამხილი არსებობს.

მაგდა პაპიძის ოჯახის წევრები მკვლელობაში მაგდას მონაწილეობას უარყოფენ, ხოლო მოკლული ომარ ქაფიაშვილის ახლობლები ვარაუდობენ, რომ მამაკაცს ძილის წამალი ჰქონდა მიღებული და ამის შემდეგ თავი ბლაგვი საგნით გატეხილი, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია, ხოლო შვილი შესაძლებელია შემთხვევით შემოაკვდა, როდესაც მის გაჩუმებას ცდილობდა დედა. უამრავი ვერსია განიხილება, თუმცა სხვა პიროვნება, რომელსაც ამ დანაშაულის ჩადენა შეეძლო მაგდა პაპიძის გარდა, არ იკვეთება.

მაგდა პაპიძემ სასამართლოზე აღიარა, რომ მას თავის მეუღლესთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა, რომ მისი ქმარი პათოლოგი იყო. მას მეუღლე სძულდა და უკვე ერთი წელი იყო, რაც შეყვარებული იყო მეზობელ ოთო ბერძენიშვილზე, რომელთანაც ინტიმური ურთიერთობაც ჰქონდა. მაგდას საყვარელმა მის წინააღმდეგ ჩვენება მისცა, თუმცა არ არის ცნობილი ამ ჩვენების შინაარსი.


მაგდას და, ლანა სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" აქვეყნებს სტატუსს, სადაც წერს რომ მხოლოდ უფალმა იცის თუ რა მოხდა სინამდვილეშიო:

"მე მხოლოდ შენ გისმენ უფალო სხვას არავის, მომეცი უფალო ძალა ავიტანო ეს ტკივილი. შენ გაბარებ დედას, მიცოცხლე დედა უფალო, მიეცი ძალა ეს ტანჯვა აიტანოს. მე მხოლოდ შენ გენდობი და შენ ხმას ვუსმენ უფალო, მხოლოდ შენ უწყი უფალო იმ ღამეს რა ხდებოდა, შენზე ვარ მონდობილი ღმერთო."

"უფალო შენ მომეცი ძალა ამ ტკივილს გავუძლო ..."image

0
712
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
712
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0