საქართველო რა საჩუქარი გაუკეთა უფროსმა ვაჟმა სანდრა რულოვსს დაბადების დღეზე? 2015, 25 დეკემბერი, 1:58
მიხეილ სააკაშვილისა და სანდრა რულოვსის უფროსი ვაჟი, ედუარდ სააკაშვილი საზღვარგარეთ სწავლობს. როგორც ჩანს დედა მისმა ჩამოსვლამ და საჩუქარმა განსაკუთრებულად გაახარა. რა საჩუქარი გაუკეთა მიხეილ სააკაშვილმა მეუღლეს იუბილეზე ეს ჯერ უცნობია. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა სანდრას ცოტა ხნის წინ ქორწინების 22 წლისთავი მიულოცა, რის სესახებაც სანდრა წერდა: "22 roses received from Odessa for our 22 years wedding anniversary! დღეს ჩვენი ქორწინების წლისთავია და 22 ვარდი მივიღე ოდესიდან. დიახ - მიშა მაგარია!" "მყავს ჰოლანდიელი მეუღლე სანდრა რულოვსი. ერთმანეთი საფრანგეთში გავიცანით-სტრასბურგის უნივერსიტეტში სწავლისას. სანდრას გაცნობა საქართველოში ყოფნამაც განაპირობა, ის ხომ ამ ქვეყნისთვის ჭკუას კარგავს. სანდრას სიყვარულში სტრასბურგის, ევროპაში ყველაზე მაღალი, კათედრალური ტაძრის გუმბათზე გამოვუტყდი და მას შემდეგ ერთად ვართ. ჩემი მეუღლე ეკონომისტია. ჩემი გულისთვის პრაქტიკასაც თავი მიანება და ამერიკაში სულ ნულიდან დავიწყეთ ცხოვრება. ნიუ-ორკში ჩემს სტიპენდიაზე, სარდაფში ვცხოვრობდით"-აი ასე გვიამბობდა მიხეილ სააკაშვილი საკუთარი სიყვარულის ისტორას რამდენიმე წლის წინ. 1807 5-ს მოსწონს
|