x
image
K.P.
"ჩემი და იყო იდეალური და და ცოლი"-მაგდა პაპიძეს და იცავს

image
მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის და სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს. მისი მტკიცებით, მაგდა სამაგალითო დედა იყო:"მე როგორც მაგდას და ვდებ ამ სიტყვებს რომ განადგურებული ვარ და ვართ ჩვენი ოჯახი და გვარი ამ ტრაგედიით. ყველას ვინც ჩემი დის ბავშვობაზე უარყოფით ინფორმაციას ავრცელებს (მივმართავ ბაღელებს და კლასელებს) მე და ჩემი და გაზრდილები ვართ იდეალურ ოჯახში, მამა დაგვეღუპა ტრაგიკულად და რასაც მამაზე ავრცელებთ ყველას გთხოვთ თავი შეიკავოთ ტყუილი და ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან, მამა ამირან (გალა)პაპიძე იყო თავ გადაკლული მამა, დედა კი ლია შამუგია არის იდეალუი დედა. მე, როგორც მაგდას უფროსი და ვარ განადგურებული ხალხო და ჩემი და იყო იდეალური დედა და ცოლი. ვინც იცნობს ჩემს ოჯახს ყველამ იცოდა მაგდა როგორი კარგი დედა და მეუღლე იყო. ჩემი დის შვილი, ჩემი თოკო... ჩემი სიძე ომარი გონებიდან არ გამომდის მათი თბილი დამოკიდებულება ბოლოს ერთად რომ ვნახე სამივე.... მე და ჩემი გვარი... ოჯახი.... ყველანი ვართ ცოცხალი, მოსიარულე მკვდრები. გთხოვთ აქ ნუ დაწერთ კომენტარებს".

სულ რამდენიმე დღის წინ მაგდა პაპიძეს სასამართლომ აღმკვეთის ღონისძიებად პატიმრობა მიუსაჯა. წინასასამართლო სხდომა კი 10 თებარვალს გაიმართება.

მაგდა პაპიძეს მეუღლესთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. ამტკიცებს, რომ მისი 27 წლის ქმარი პათოლოგი იყო და მას სულ ეჩხუბებოდა. მეტიც მას მეუღლის მიმართ ზიზღი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც სხვა მამაკაცი შეუყვარდა. "ურთიერთობა დაგვეძაბა, მაგრამ ერთად ცხოვრებას ვაგრძელებდით. ომარი განსაკუთრებით აგრესიული იყო, როცა სვამდა, მაგრამ რაც თორნიკე იზრდებოდა, ცდილობდა ბავშვს ჩვენი ჩხუბი არ ენახა."

0
443
3-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
443
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0