საზოგადოება "ვინც არ უნდა გავხდე, ვიქნები მათი პატარა..."- ბერა ივანიშვილის საიუბილეო ტორტი. 2015, 24 დეკემბერი, 9:59 ქართველი ბიზნესმენის, მეცენატის და პოლიტიკოსის ვაჟს, მუსიკოსს ბერა ივანიშვილს გუშინ 21 წელი შეუსრულდა. იუბილარმა სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" გამოაქვეყნა მშობლებთან და საიუბილეო ტორტთან ერთად გადაღებული თბილი ფოტო, წარწერით: "ვინც არ უნდა გავხდე, ვიქნები მათი პატარა. უკვე 21 წლის... დიდი მადლობა ყველას თბილი სიტყვებისთვის. მუდამ თქვენი ბერა!" ტორტი მართლაც ძალიან ორიგინალურია. უამრავი მილოცვა მიიღო ბერა ივანიშვილმა, განსაკუთრებით კი მასზე შეყვარებული თაყვანისმცემელი გოგონები აქტიურობდნენ კომენტარებში: "გილოცავ დაბადების დღეს ბერა! მე შენ უსაზღვროთ მიყვარხარ! შენ ჩემი ცხოვრების აზრი, სიხარული და ბედნიერება ხარ! შენ ჩემ ცხოვრებას ალამაზებ, ანათებ და ახალისებ!!!!!!!" "გილოცავ.. მრავალს დაესწარი... ნეტავ შენი ტორტის ხელა სახლი მქონდეს..." " ჩემპიონო გილოცავ დაბადების დღეს! ღმერთი გფარავდეს! მიყვარხარ! ნამდვილები ხელებს წევენ, როცა ბერა მოდის. ახლა ნამდილად არ მოდიხარ, მაგრამ ხელს ვწევ შენს წინაშე. მტრებს არ დავუტოვებთ არცერთ შანსს! ნამდვილები ვამაყობთ! შენით არასოდეს მეშინოდა! შენი მოსმენა და ნამდვილობა ვერასოდეს ვერ გვაჯობებენ, ყველაზე ნამდვილებს ვიცინოთ ბოლომდე! გაიღიმე შენც და გაგვაღიმე ჩვენც. ყოველთვის მეყვარები, ყოველთვის გაგიგებ! წერილის ბოლოს გეტყვი ბოსს იმიტომ, რომ ბოსი ხარ! მიყვარხარ ბოსს!" "ბერა, გილოცაავ დიდ წარმატებას და ოცნებების განხორციელებას გისურვებ!" "ჩემი თოვლის გუნდა, მიყვარხარ ბოსს!" "გილოცაავ! მრავაალ ღარიბაშვილის გადადგომას დაესწარიიი!" 637 2-ს მოსწონს 2-ს არა
|