x
image
K.P.
"ბოროტი რომ ხარ ადამიანი, არაფერი გიშველის"-გიორგი ქისტაური თეონა ყოლბაიას გამო გურამ შეროზიას უპირისპირდება

image
საზოგადოებამ თეონა ყოლბაია პროექტ "ახალი ხმის" წყალობით გაიცნო. გოგონა 26 წლის გახლავთ, ყაჩაღობისთვის 13 წელი მიუსაჯეს, თუმცა ამინისტიის შედეგად სასჯელი შეუმცირდა. გადაემაში მსჯავრდებულის მონაწილეობის იდეა დაწესებულების დირექტორს ეკუთვნოდა. ჩატარდა ქასთინგი, რომელშიც სწორედ თეონამ გაიმარჯვა.

გოგონა და ტელეკომპანია"იმედის" გუნდი თავდაუზოგავად შრომობდნენ, რათა თეონა ღირსეულად წარმსგდარიყო მაყურებლის წინაშე. მას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გასატარებელი ოთხიოდე თვეღა ჰქონდა დარჩენილი. თეონა ყოლბაია კახა კახიშვილმა, სასჯელაღსრულების მინისტრმა პირდაპირ ეთერში პატიმრობიდან გაათავისუფლა. ამ ყველაფერს საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა.

"გასაგებია და კარგია, თეონა ყოლბაიას გათავისუფლება, ეს მასობრივი პოზიტივიც, მაგრამ რა დააშავეს იმ პატიმრებმა, რომლებიც სანახაობას არ/ვერ ქმნიან?

პური და სანახაობა + შერჩევითი სამართალი = ბედკრულ ღრუზიას.

შეგახსენებთ: სასჯელს ყაჩაღობისთვის იხდიდა, ხოლო "ნემსის ქურდები" ისევ ციხეში რჩებიან..."-წერს ბლოგერი გურამ შეროზია.

ამ ყველაფერს ეხმაურება გიორგი ქისტაური: "რა ბოროტი უნდა იყო ადამიანი ასეთი რამე რო იფიქრო ხო ხვდებით? გაურკვევლობაში რომ არ მოხვდეთ, თეონას ქონდე ალბათ 2 თვეც არა დარჩენილი გამოსვლამდე და შეეხო მას შეწყალება, გაგიგია ალბათ საახალწლოდ ბევრი პატიმარი გამოდის, ასევე თეონასაც შეხვდა ეს საჩუქარი და არა მარტო, გუშინ დარბაზში თეონას საგულშემატკივროდ მოსულ ორ ახა გამოსულ პატიმართან ერთად ვიჯექი (ყოფილ), უბრალოდ ბოროტი რო ხარ ადამიანი, არაფერი გიშველის, ესაა და ეს".

"გურამმა ზოგადად ამ ფაქტთან დაკავშირებით რამოდენიმეჯერ ისეთი სიბოროტე დაწერა, თავიდან ვაბშე არ ეგონა რომ თეონა პატიუმარი იყო და აბრალებდა შუს სპექტაკლის დადგმას, ყველა დეტალი ავუხსენი და ვაჩვენე, მერე წაშალა პოსტი"-დასძენს გიორგი. გურამ შეროზიას ამ ყველაფერთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. საინტერსოა უპასუხებს ბრალდებებს, თუ ამ ყველაფერს პასუხია ღირსადაც არ ჩათვლის.

0
760
3-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
760
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0