სხვა ინტერნეტში დაიდო შოკისმომგვრელი ვიდეო:როგორ არჩევენ "ISIS" ბოევიკები სექს-მონებს 2015, 22 დეკემბერი, 15:41 ვიდეორგოლი ერაყელმა იეზიდებმა გამოაქვეყნეს.
ინტერნეტში გამოჩნდა შოკისმომგვრელი ვიდეო, თუ როგორ არჩევენ "ისლამური სახელმწიფოს" ბოევიკები ქალებს, "ცოცხალ საქონელს" სექს-მონობისათვის. ვიდეოში ჩანს, როგორ არჩევენ შეიარაღებული ტერორისტები ძალადობით ქალებს და ცალკე აჯგუფებენ, იმისთვის, რომ შემდეგ გაყიდონ, ან გამოიყენონ როგორც 'სექს-მონები".ეს ყველაფერი შვილების და ქმრების თვალწინ ხდება.ვიდეოში ისმის სულისშემძვრელი კივილის და ტირილის ხმა. სავარაუდოდ ეს ყველაფერი ერაყში ხდება.ვიდეორგოლი ადგილობრივმა იეზიდებმა გამოაქვეყნეს, თუმცა მისი ნამდვილობის მტკიცებულება ჯერჯერობით არ არსებობს, მაგრამ თუ გადავხედავთ ბოლო თუნდაც 2 წლის მანძილზე განხორციელებულ "ისლამური სახელმწიფოს" ბარბაროსულ ქმედებებს, დასამტკიცებელი არც არაფერია. შეგახსენებთ, რომ "ისლამური სახელმწიფოს" ბოევიკებმა 5 000 იეზიდი მოკლეს, ათასობით გოგონა და ქალი მოიტაცეს, ზოგმა მოახერხა გაქცევა, ზოგი კი ამა თუ იმ მიზეზით გაანთავისუფლეს. ისინი ყვებოდნენ, თუ როგორ აუპატიურებდნენ მათ, აწამებდნენ და ძალადობდნენ მათზე.თუ ვინმე დაფეხმძიმდებოდა მიჰყავდათ მათთან ექიმი, უკეთებდნენ აბორტს ყველაზე სასტიკი მეთოდით იმიტომ, რომ ისევ სექსისთვის გამოეყენებინათ. მრავალმა ქალმა ვერ გაუძლო ასეთ დამცირებას თუ წამებას და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 683 6-ს მოსწონს 1-ს არა
|