x
image
გვანცა1234
,,ვიღაცეები ფიქრობენ რომ ნუნუ თამაზაშვილისთვის მიმიბაძია''-საზოგადოების რეაქციამ ნანუკა ჟორჟოლიანი გააღიზიანა

21 დეკემბერს “რუსთავი2''-ის ეთერში გასულ ტელე-შოუ “ნიჭიერში'' ერთ-ერთი ჟიურის წევრი, ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი მაყურებლის წინაშე ულამაზესი შავ-თეთრი კაბით წარსდგა. როგორც კი ნანუკა ჟორჟოლიანის ფოტოები ინტერნეტში გავრცელდა, ხალხს არ გამოპარვია, რომ საქართველოს პრემიერ მინისტრის ცოლი, პირველი ლედი - ნუნუ თამაზაშვილიც საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების საახალწლო მიღებაზე იდენტური ჩაცმულობით წარსდგა. imageამ თემამ სოციალურ ქსელში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ამიტომ ნანუკა ჟორჟოლიანმა გადაწყვიტა სტატუსი გამოექვეყნებინა. ის წერს: “ისეთი ამბავი მოყვა ჩემს გუშინდელ ჩაცმულობას:) ვიღაცეები ფიქრობენ რომ ნუნუ თამაზაშვილისთვის მიმიბაძია:) ძლივს მივხვდი ჯერ, ვინ იყო ნუნუ. მოკლედ, მეც, ნუნუმაც და სხვამაც, ვისაც ასე ეცვა აი საიდან ავიღეთ მოდელი. წარმეტებული დღე და ბევრი მახათი უსაქმურებო:)''

imageცოტა მოგვიანებით კი ნანუკამ ოპერის მომღერალის - ანიტა რაჭველიშვილის ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: “ და ნუნუმდე იყო ანიტა:) ეს მაინც რომ იცოდეთ:)''

imageეს “ლუქი'' იმდენად პოპულარული გახდა, რომ შესაძლოა, შავი ქვედაბოლო და თეთრი ზედა ისეთი პოპულარული გახდეს, რომ უახლოეს მომავალში ბევრმა სელებრითმა მათ მიბაძონ.
ხალხის რეაქცია კი სოციალურ ქსელში ორაზროვანია. ზოგიერთს ყავს თავისი ფავორიტი ამ კაბაში, ზოგის აზრით კი ის ყველას თანაბრად უხდება.

0
449
5-ს მოსწონს
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
449
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0