საზოგადოება ნანუკა ჟორჟოლიანი და ნუნუ თამაზაშვილი ერთნაირ სამოსში. "ძლივს მივხვდი ჯერ, ვინ იყო ნუნუ." 2015, 22 დეკემბერი, 13:35 ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის და პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის ერთნაირმა ჩაცმულობამ სოციალურ ქსელში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. მიიცნევდნენ, რომ ჟორჟოლიანმა პრემიერის მეუღლეს მიბაძა. პრემიერის მეუღლე ასეთ სამოსში საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების სადღესასწაულო მიღებაზე გამოცხადდა, ხოლო ჟურნალისტი მუსიკალური შოუს "ნიჭიერის" ნახევარფინალში. ამასთან დაკავშირებით ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" აქვეყნებს ფოტოს, რომლის მიხედვითაც აიღო ნანუკამ ამ სამოსის მოდელი და აღნიშნავს, რომ ძლივს მიხვდა ნუნუ თამაზაშვილი ვინ იყო(არადა მან ხომ ყველაფერი იცის და პრემიერის მეუღლე ვინ იყო არ იცოდა?): "ისეთი ამბავი მოყვა ჩემს გუშინდელ ჩაცმულობას, ვიღაცეები ფიქრობენ რომ ნუნუ თამაზაშვილისთვის მიმიბაძია... ძლივს მივხვდი ჯერ, ვინ იყო ნუნუ. მოკლედ, მეც, ნუნუმაც და სხვამაც, ვისაც ასე ეცვა აი საიდან ავიღეთ მოდელი. წარმეტებული დღე და ბევრი მახათი უსაქმურებო..." ბევრი გააოცა მისმა სტატუსმა, ყველას გაუკვირდა რომ ჟურნალისტმა არ იცოდა ვინ იყო პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლე, რომელასაც მეორე (თუ პირველ) ლედითაც კი მოიხსენიებენ ხოლმე. ამის გამო ნანუკას მოუწია ყველასთვის განემარტა: " არ ვიცნობ, მაგრამ ვინაა ვიცი და სხვათაშორის სულაც არ აცვია ცუდათ. მე მომწონს მისი ჩაცმულობა..." "არ მითქვამს რომ პირველად გავიგე. თავიდან მოდელი მეგონა რომ წერდნენ. მერე მივხვდი..." ასეთ სამოსში ოპერის მომღერალი ანიტა რაჭველიც არის გამოწყობილი. 394 3-ს მოსწონს 1-ს არა
|