შოუბიზნესი სკანდალი "მის სამყარო 2015"-ის ცერემონიალზე - გვირგვინი შეცდომით თავზე კოლუმბიის წარმომადგენელს დაადგეს (+ ვიდეო) 2015, 21 დეკემბერი, 13:38 20 დეკემბერს ლას-ვეგასში "მის სამყარო 2015" გაიმართა, რომლის გამარჯვებულიც ფილიპინების წარმომადგენელი პინა ალონსო ვურტცბახი გახდა. თუმცა შოუს წამყვანის, სტივ ჰარვის შეცდომის გამო, გვირგვინი 21 წლის კოლუმბიის წარმომადგენელს არიანდე გუტიერეს არევალოს გადასცეს. მას შემდეგ, რაც კოლუმბიელს თავზე გვირგვინი დაადგეს, ჰარვიმ განაცხადა, რომ არასწორად ამოიკითხა ბარათზე გამარჯვებულის სახელი.სილამაზის ყველაზე პრესტიჟული კონკურსი "მის სამყარო-2015" 16 დეკემბერს დაიწყო. მასში 80 გოგონა იღებდა მონაწილეობას, მათ შორის საქართველოს წარმომადგენელი ჯანეტ ქერდიყოშვილიც. თუმცა ქართველი გოგონა სამწუხაროდ, ფინალისტების რიცხვში ვერ მოხვდა. მის სამყაროს შემდეგი კონკურსი 2016 წელს ბუდაპეშტში გაიმართება. ახლა კი იმ სკანდალს და უხერხულ ინციდენტს დავუბრუნდეთ, რაც "მის სამყარო-2015" ის ცერემონიაზე მოხდა.ინციდენტი მოხდა "მის სამყარო 2015"-ის ფინალში. წამყვანმა სტივ ჰარვიმ შედეგების წაკითხვისას გამოაცხადა, რომ |მის სამყარო" კოლუმბიელი კონკურსანტი არიადნა გუტიერეს არევალო გახდა და მას დიადემა გადასცეს. ლამაზმანი უკვე მილოცვებს იღებდა, როდესაც წამყვანი კვლავ დაბრუნდა სცენაზე, დიდი ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ მან არასწორად წაიკითხა შედეგები და სინამდვილეში გამარჯვებული არა კოლუმბიის წარმომადგენელი, არამედ ფილიპინელი პია ალონსო ვუტცბახი იყო, ხოლო არიადნა მეორე ადგილზე გავიდა. სტივმა კიდევ ერთხელ მოიხადა ბოდიში, რის შემდეგაც არიადნას დიადემა მოხსნეს და პიას გადასცეს. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს კონკურსში გამარჯვება კოლუმბიის წარმომადგენელმა, პაულინა ვეგამ მოიპოვა. იგი ცნობილი ტენორის, გასტონ ვეგას შვილიშვილია. მას სამი ძმა და ოთხი და ჰყავს. ამასთან, პაულინამ აღნიშნა, რომ ეს კონკურსი მისთვის უკანასკნელი იქნებოდა, რადგან სურდა, სწავლის პროცესს დაბრუნებოდა და საინტერესოა რატომ აერია სტივ ჰარვის. 378 5-ს მოსწონს 1-ს არა
|