x
image
K.P.
"რადგან ეს ფოტო გადავიღე არ მაქვს უფლება ვიყო ქვეყნის ერთგული? ვიბრძოლებ მაძღარი ერისთვის"-მსახიობი ანრი ბიბინეიშვილი პოლიტიკაში მიდის
image
თუმანიშვილის თეატრის მსახიობი ანრი ბიბინეიშვილმა პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტა. "მე პოლიტიკაში მოვდივარ!!! წმინდა ანდრია იყოს თქვენი მფარველი. გილოცავთ!"-წერდა მსახიობი სოციალურ ქსელში. მის ამ განცხადებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საზოგადოების ნაწილის აზრით, ანრი ქართული პოლიტიკისთვის შესაფერისი ფიგურა არ გახლავთ. ამ ყველაფერს მსახიობი ეხმაურება და ვრცელ პოსტსაც უძღვნის: "როგორც ჩანს, ჩემმა განცხადებამ, პოლიტიკაში მოსვლის თაობაზე, თავი წამოაყოფინა ყოფილი და ამჟამინდელი მმართველობის ქომაგებს და დაიწყეს ქექვა თუ რითი გავხდი პოპულარული საქართველოში და ხაზგასმით წერენ ჩემი და კესარია აბრამიძის ფოტოსთან დაკავშირებით ბევრს და უაზროს! მსგავსი აზრის მქონე ადამიანებს მინდა მოწიწებით გკითხოთ. იმიტომ, რომ თურმე ეს ფოტო გადავიღე წლები წინ არ მაქვს უფლება ვიყო ქვეყნის და ერის ერთგული? არ მაქვს უფლება ვიბრძოლო იმისთვის, რომ შიმშილით არ დაიხოცოს ერი და მათ შორის მეც? თუ არ მქონდა ამის უფლება, მაშინ რატომ არ ამიკრძალეთ ქვეყნისთვის ბრძოლა როცა სააკაშვილის სისხლიან რეჟიმს ვებრძოდი? როცა უმოწყალოდ მცემეს 7 ნოემბერს, 6 მაისს, 15 ივნისს, 2011 წლის სამარცხვინო 26 მაისს? მაშინ რატომ არ მომკვეთეთ ადამიანობიდან, როცა 2009 წლის 21 ივლისს უკანონოდ დამაკავეს პარლამენტთან და სასიკვდილოდ მცემეს და გამომკეტეს 13 დღით საკანში, ისეთი ნაცემი, რომ 2012 წელს მუცლის ბადის ჩაკერება დამჭირდა.

უკაცრავად რომ ბევრის მსგავსად: ბერიასთან, ორჯონიკიძესთან, იოსელიანთან, ახალაიებთან, სააკაშვილთან და სხვა მსგავს ჯალათებთან არ მაქვს მეგობრული ფოტო გადაღებული. მაშინ არ გექნებოდათ სასაუბრო?!

დიახ მინდა ვიბრძოლო ქვეყნისთვის, დიახ მინდა მდიდარი და ბედნიერი ერი, რომელსაც ზაფხულში არ გაუჩნდება ზამთრის სიცივის შიში, რომელსაც არ ეშიება, რომელიც მარტო წინა საახალწლოდ და წინა საარჩევნოდ არ გაახსენდებათ, რომელიც დაუნანებლად გადაიხდის თეატრში ბილეთის ფულს, რომ სპეკტაკლით გაიცნოს მსახიობი და არა რაიმე ფოტოთი, რომ უსაქმურთ სასაუბრო არ ქონდეთ. დიახ მე მაქვს ამის ამბიცია და ვიბრძოლებ მაძღარი ერისთვის. მათ კი ვისაც ეს შეეძლო უკვე ვნახეთ თუ რა გააკეთეთ ერისთვის, რომელმაც ქვეყნის მონად აგირჩიათ. დიახ ვნახეთ ქამარ შემოჭერილი თქვენი ხელფასები და პრემიები.

მიდით ჩამქოლეთ, თქვენი ჭკუით შემაშინეთ, მაგრამ ვერ მომკლავთ!


ჩვენ მოვალთ სიყვარულით, სიკეთით და ყოველი ადამიანის მსახურად!!!"


p.s.აჰა კიდევ ერთხელ იხილეთ ფოტო, რომელმაც მე "პოპულარობა", თქვენ კი სალაპარაკო მოგცათ!image

4
891
3-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
891
  
2015, 22 დეკემბერი, 0:42
ტაიალანში მოიჭრა :D ოპერაცია გაიკეთა :D
2015, 22 დეკემბერი, 0:16
რას ერჩით "კაცობს" ბიჭი, ეს გასაგებია, მაგრამ კესარია ქალია თუ კაცი ამაში გამარკვიეთ ვინმემ...
2015, 21 დეკემბერი, 18:27
ფულის გაკაეთება მოუნდა !
2015, 21 დეკემბერი, 17:45
აი ესღა გვაკლდა ზუსტად :D :D
0 1 4