x
image
ციცი
Mediator image
ინგა გრიგოლიას ემოციური პოსტი-"მართლა დაუჯერებელი და წარმოუდგენელი სურვილი შემისრულდა..."

image
"არსებობს თემები, რომელიც ძალიან პირადულია და რომელზე საუბარიც ასე ხმამაღლა არ მიყვარს... დღეს კი მოკლედ მაინც მომინდა ამის თქმა... რამდენიმე წლის წინ პირველად მოვხვდი წმინდა ნიკოლოზის საფლავზე იტალიაში, ისე არანორმალურად მიყვარს წმინდა ნიკოლოზი ღრმა ბავშვობიდან, სულ მეგონა, რომ ბიჭი თუ მეყოლებოდა, აუცილებლად ნიკოლოზს დავარქმევდი... რაღაც განსაკუთრებულად მჯეროდა ყოველთვის მისი მფარველობის... ამიტომ მის საფლავთან რაღაც არაჩვეულებრივი მოწიწებით და რწმენით მივედი, თხოვნაც კი მერიდებოდა, რომ რამე მეთხოვა.... თუმცა დრწმუნებული ვიყავი, ყველა სურვილი შემისრულდებოდა. ჰოდა ერთადერთი, იმ დროისთვის სრულიად წარმოუდგენელი, სრულიად აუხდენელი სურვილი ჩავიფიქრე და იქიდან წამოვედი განცდით, რომ აუცილებლად დამეხმარებოდა.... საქართველოში დაბრუნებიდან ზუსტად ექვს თვეში შემისრულდა... მართლა დაუჯერებელი და წარმოუდგენელი სურვილი შემისრულდა... ზღაპრებში რომ ხდება და სიზმრებში-აი ზუსტად ისე... ჯადოსნურად... არ ვიცი ღირდა თუ არა ჩემი ემოციების სიტყვებით დაწერა, მაგრამ გულით კი მომინდა... სულ მგონია, რომ წმინდა ნიკოლოზია ჩემი(და არა მხოლოდ ჩემი) მფარველი... დიდი სიყვარულით გილოცავთ ნიკოლოზობას... შეგეწიოთ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
ინგა გრიგოლია"-ასეთ ემოციურ პოსტს აქვეყნებს ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალური ქსელის "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

დღეს მღვდელმთავრისა წმინდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ხსენების დღეა.

გილოცავთ ნიკოლოზობას, შეგეწიოთ მისი მადლი!

0
381
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
381
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0