სხვა ადამიანები შოკში ჩავარდნენ, როცა დაინახეს, თუ რა მოჰქონდა კბილებით ამ ძაღლს 2015, 19 დეკემბერი, 0:16 საოცრად ემოციური ამბავი მოხდა ბრაზილიის შტატ სან-პაულოს პატარა ქალაქ კამპინასში. ეს შოკისმომგვრელი შემთხვევა ორმაგ გრძნობას იწვევს ადამიანებში: ერთი მხრივ, მომხდარი ამბავი ზიზღით აგავსებთ უცნობი დედის მიერ ჩადენილი არაადამიანური საქციელის გამო, მეორე მხრივ კი გაიძულებთ აღფრთოვანდეთ უბრალო მაწანწალა ძაღლის კეთილშობილური საქციელით.
კამპინესის ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ უბანში ერთი ჩვეულებრივი დღე იდგა. უცებ ქუჩაში მყოფი ადამიანების მყუდროება წითურმა ძაღლმა დაარღვია. ნაგვის კონტეინერებიდან გამოსულ ძაღლს .... კბილებით ახალდაბადებული ბავშვი მოჰყავდა. ცხადი იყო რომ პატარა ეს - ესაა მოევლინა ქვეყანას. მას ჭიპლარიც კი არ ჰქონდა გადაჭრილი. იმის გაფიქრებაც კი შემზარავია, თუ როგორ გაიმეტა დედამ ჩვილი ნაგვის კონტეინერში ჩასაგდებად. ხალხი გაშტერებული შეჰყურებდა ძაღლს და ვერ გადაეწყვიტა, თუ რა მოემოქმედა. ამასობაში ცხოველი დინჯად მოუახლოვდა უახლოეს სახლს და კარების წინ გაჩერდა. დიასახლისი, რომელმაც ეს სურათი დაინახა, თავდაპირველად შოკში ჩავარდა, მაგრამ მან მალე დაძლია შიში და ბავშვს მივარდა, რათა გაეგო, ცოცხალი იყო თუ არა ის. საოცარია, მაგრამ ფაქტია, რომ პატარა გოგონა ჯერ კიდევ სუნთქვადა, ძაღლს კი ის ისე ფრთხილად მოჰყავდა, რომ მისთვის არაფერი არ დაუზიანებია. პირველი დახმარების აღმოჩენის შემდეგ ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას კვალიფიციური სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარეს. ექიმები ამბობენ, რომ გოგონა აბსოლუტურად ჯანმრთელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პოლიცია ცდილობს იპოვოს ის გულქვა დედა, რომელმაც პატარა სასიკვდილოდ გაიმეტა, ძაღლი კი, რომელმაც ბავშვი გადაარჩინა, ნამდვილი გმირი გახდა. ადგილობრივებმა მას ანჯელა შეარქვეს და ამბობენ, რომ ის ნამდვილი ანგელოზია, დედამიწაზე მხსნელად მოვლენილი. ბევრმა ადამიანმა მოინდომა უპატრონო ძაღლის თავისთან წაყვანა, მაგრამ როგორც ჩანს, ის მიჩვეულია თავისუფლებას და მიუხედავად იმისა, რომ კეთილი ადამიანები საკმაოდ კარგად კვებავენ, ის მაინც ნაგავსაყრელებთან ახლოს წრიალებს..ვინ იცის, იქნებ კიდევ ვინმეს დასჭირდეს მისი დახმარება. პ.ს. დიახ, სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ხშირად ცხოველები უფრო გულმოწყალენი და კეთილები არიან, ვიდრე ადამიანები. 705 9-ს მოსწონს
|