x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
მიშელ პფაიფერი: ქალი, გამნაღმელივით არის, მხოლოდ ერთხელ უშვებს შეცდომას!

მიშელ პფაიფერი: ძლიერი ქალები საოცრად სექსუალურები არიან!

მიშელ პფაიფერი აპრილში 57 წლის გახდა, სულ ცოტაც და, ეს მშვენიერი ქალბატონი, 60 წლის იუბილეს აღნიშნავს. ქვემოთ გთავაზობთ მის მოსაზრებას შვილებზე, ოჯახზე, ქალებზე და მამაკაცებზე, რომელიც მან სხვადასხვა ინტერვიუების დროს გამოთქვა.

imageშვილებზე

image

— ბავშვები სიგიჟემდე მიყვარს და შვილების ყოლის დიდი სურვილი მქონდა. მაგრამ ადამიანს, რომლისგანაც შვილს გავაჩენდი, წლების მანძილზე ვერ შევხვდი. და ერთხელაც, გონება გამინათდა — გადავწყვიტე აღარავის დავლოდებოდი და გოგონა მეშვილა. ასე გავხდი კლაუდია როუზის დედა. ამის შემდეგ, სულ მალე შევხვდი მამაკაცს — ჩემს მეორე ნახევარს — და უკვე მისგან, გავაჩინე ვაჟი.

— დედობამ დიდწილად განისაზღვრება, ჩემი დამოკიდებულება როლების შერჩევისადმი — სანამ ბავშვები პატარები იყვნენ, ვცდილობდი, დიდი ხნით არ გავსულიყავი სახლიდან.

— ბავშვებს მშობლებმა ორი მნიშვნელოვანი რამ უნდა ასწავლონ: სიცოცხლის სიყვარული და თანაგრძნობის უნარი. თუ აღზრდისას, ამ თვისებებს, ბავშვებს ისე ჩავუნერგავთ, რომ ძვალში და რბილში გაუჯდეთ, მათი ცხოვრება ნამდვილი და წარმატებული იქნება.

image

ოჯახზე და ქორწინებაზე

image

— არ მინდა ქმართან ერთად მუშაობა (დევიდ ე. კელი — ტელესცენარისტი და პროდიუსერი – რედ.). მე მომწონს როდესაც მძიმე დღის შემდეგ, სახლში დაღლილი ვბრუნდები და ვიცი, რომ შემიძლია ქმარს ვეწუწუნო ჩემი მდგომარეობის შესახებ, მოვუყვე დღის ამბები და ის შემიცოდებს. მაგრამ, თუ მასთან ერთად ვიმუშავებ, ამის შესაძლებლობა აღარ მომეცემა.

— ბედნიერი ქორწინების ერთადერთი საიდუმლო არსებობს — საჭირო ადამიანის არჩევა. ცხოვრება ხომ არჩევნების ერთი დიდი ჯაჭვია…


image

კაცებზე და ქალებზე

image

— ვერ ვიტან, როდესაც ქალს, რომელიც ბევრად უფრო ახალგაზრდა მამაკაცთან ერთად ჩნდება საზოგადოებაში, «მამაცად» მოიხსენიებენ. ხოლო მამაკაცების მიმართ, რომელიც ბევრად ახალგაზრდა გოგონებთან ერთად არიან, ამ სიტყვას არასოდეს ხმარობენ.

— ქალი, გამნაღმელივით არის, მხოლოდ ერთხელ უშვებს შეცდომას.
— აზრი არა აქვს იმის უარყოფას, რომ მსახიობისთვის გარეგნობას დიდი მნიშვნელობა აქვს. ჰოლივუდში, კაცი 60 წლის ასაკშიც, შეიძლება სექს-სიმბოლოდ დარჩეს, ქალს კი ამაზე მხოლოდ ოცნება შეუძლია.

— მე ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ ძლიერი ქალები საოცრად სექსუალურები არიან…


0
240
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
240
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0