საზოგადოება " მერე ამ კატეგორიის გოგო-ბიჭები გამოვლენ პრეტენზიებით..."(+ვიდეო) 2015, 16 დეკემბერი, 10:04 "იმიჯ ცენტრის" მოდელი და "მის საქართველო 2011" ჯანეტ ქერდიყოშვილი საქართველოს სახელით მონაწილეობას ღებულობს "მის სამყარო 2015"-ში. მისმა მოსაზრებებმა ქალისა და მამაკაცის ურთიერთობების შესახებ, რომელზეც მან ტელეკომპანია "მარაოს" ეთერში გადაცემა "სელფი"-ში ისაუბრა, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ჯანეტს კრიტიკის ქარცეცხლში ატარებენ. აი რას ფიქრობს ქალისა და მამაკაცის ურთიერთობებზე "მის სამყარო 2015-ის" წარმომადგენელი: "თუ მე მეყოლება ჩემი მეორე ნახევარი, ის აუცილებლად უნდა გახდეს შემდგომ ჩემი მეუღლე. მეუღლეს უფრო უნდა უყვარდეს თავისი ცოლი, ვიდრე ცოლს ქმარი. როდესაც ამას ვამბობ ყველა მეკითხება რატომ, პირიქით ხდებაო. მამაკაცს თუ არ უყვარს თავისი მეუღლე, მაშინ იქიდან იწყება ყველა ის პრობლემა, იქიდან იწყება სხვა სიყვარულის ძიება სადმე, ან ის სიცივე რაც ხდება ხოლმე და ზოგადად მერე უკვე გაშორება. ცოლის შემთხვევაში მე მაინც ვთვლი, რომ ცოლს ისედაც ეყვარება თავისი შვილების მამა. ხომ არიან ისეთი ქალები, რომ აუცილებელი რაღაც თანასწორი უფლებები უნდა ჰქონდეს- მეც უნდა მქონდეს ჩემი აზრი და მე ხმამაღლა უნდა შემეძლოს ამის თქმა და შენ მე უნდა მომისმინო ან დამიჯერო- არა მაქვს ამაზე პრეტენზია. აქაც შეიძლება რაღაც ძველებური ტრადიციების მოყვარული ვარ, რასაც მე ვხედავ ჩემს ოჯახში, იგივე მინდა ხო, ეგრე ხდება. ან ზოგი ამბობს, რომ აუცილებლად ქალმა უნდა იმუშაოს. არა მაქვს პრეტენზია, რათქმაუნდა, ქალს უნდა ჰქონდეს თავისი საქმე, მაგრამ არ მიმაჩნია სწორად, რომ ქალიც უნდა მუშაობდეს ზუსტად იმდენს, რამდენსაც მუშაობს მამაკაცი. ეხლა რომ ვიყვირო და ვთქვა, რომ ღალატს მე არასდროს არ ვაპატიებ და როგორც კი გავიგებ წავალ სახლში ჩემი სამი შვილით, არა, როგორ? ესეიგი შენ ხარ ეგოისტი. თუ არ გყავს შვილები და მართლა ხდება ესეთი შემთხვევები, როცა ღალატს აქვს ადგილი, მაშინ კი ბატონო. ანუ შენ შენ თვზე ხარ, ის თავის თავზე და გაიგე, არ მოგეწონა და წახვედი... არც უნდა იყოს განხილვის თემად ქალის ღალატი და კაცის ღალატი, ეს არის ისეთი ორი სხვადასხვა დანაშაული, რომ ვერც შევადარებ იმიტომ, რომ კაცის "გაგულავება" და ღალატი არის სულ სხვა რაღაც და ნუ ქალის, ეგ უკვე ღალატი არაა, ეგ უკვე რაღაც ამორალია ჩემთვის, იმიტომ რომ ის ისევ და ისევ იმიტომ, რომ დედაა. მე რომ ჩავთვალო ჩემი თავი სრულიად ბედნიერი, მე უნდა მყავდეს ოჯახი, მე უნდა მყავდეს მეუღლე!" მომღერალი ლიზა ყენია ჯანეტის ტრადიციულ მოსაზრებებს სოციალური ქსელით გამოეხმაურა: "მერე ამ კატეგორიის გოგო-ბიჭები გამოვლენ პრეტენზიებით განუვითრებელი ქვეყანა ვართო." ზოგი იმედოვნებს, რომ ჯანეტს კონკურსზე არაფერს არ შეეკითხებიან, ზოგი კი თვლის, რომ ღმერთმა თუ სილამაზე მისცა ცოტა ტვინიც უნდა მიეცა, ზოგის თვალში კი ამ გადაცემის შემდეგ ჯანეტი დამახინჯდა. გასაკვირიც არ არის, საქართველო ხომ ასე მიისწრაფის ევროპისკენ და ტრადიციული აზრები უკვე მოძველებულია. 1081 4-ს მოსწონს 1-ს არა
|