საზოგადოება სკანდალი საპატრიარქოს გარშემო და სასულიერო პირების დაპირისპირება: "სამშობლოს მოღალატე და ქრისტიანობის პრინციპების მტერია" 2015, 15 დეკემბერი, 1:02 კვირა საღამოს ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში სიუჟეტი გავიდა, რომელშიც საპტრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ ბაღებსა და სკოლებში არსებული აუტანელი მდგომარეობა იყო ასახული. გაჟღერებული ინფორმაციის თანახმად, ეპისკოპოსი სპირიდონი სხვა ეპარქიაში გადავიდა და ბიუჯეტიც თან წაიღო. ამ ყველაფრის გამო კი საკვების დოზა მინიმუმამდეა დაყვანილი, შენობები ცუდ მდგომარეობაშია და მათი გათბობაც ვერ ხდება სათანადოდ. ამ ყველაფერს დიდი გამოხმაურება და სკანდალი მოჰყვა. არქიმადრიტი ანთიმოზ ივერიელი გასულ სიუჟეტს ეხმაურება: "რუსთავი2-ის პოსტ სკრიპტუმი სიცრუის მანქანაა, ხალხო არ დაიჯეროთ სიუჟეტი მეუფე სპირიდონზე, თითქოს მილიონს იპარავს, რა საძაგლობაა?! მღვდლობაში, თავისი ფულით ინახავდა უპატრონო ბავშვებს და თავშესაფრებს და ათასს რამეს აკეთებდა. და ეს მთელმა ზესტაფონმა იცის. ისე დახატეს ამ ელგებეტე ტელევიზიამ და ვითომ შეარცხვინეს. როგორ გააფთრებით ებრძვიან ეკლესიას და ელისაშვილიც ჩაითრიეს. ელისაშვილს ერთ წელიწადში, საკრებულოს დებუტატობა თუ ესე თავში აუვარდებოდა ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი." მამა სპირიდონსა და მიმდინარე მოვლენებზე განსხვავებული მოსაზრება აქვს მღვდელმონაზონ ილია ვაშაკიძეს. ის სციალურ ქსელში წერს: "SOS!. იცოდეს ყველა ქართველმა და მართლმადიდებელმა! სხალთელი ეპისკოპოსი სპირიდონი (გოჩა აბულაძე) ერეტიკოსია, ფსბ-ს ყურმოჭრილი მონაა. სამშობლოს მოღალატეა, ქრისტიანობის პრინციპების მტერია და ბავშვების შიმშილისა და გაყინვის საფრთხის წინაშე მიმმტოვებელია.. ანაქსიოს.." 966 3-ს მოსწონს
|