კომპიუტერები და პროგრამები სეზონის შეცვლა სურათზე 2015, 14 დეკემბერი, 12:24 ფოტოშოპის მეშვეობით, მარტივად შეიძლება, ერთი სეზონიდან მეორეზე გადასვლა: ზაფხულიდან ზამთარი
1) Layers პალიტრაში, დავაჭიროთ საკორექციო ფენების ღილაკს > გამოსულ მენიუში, ავირჩიოთ Channel Mixer პუნქტი > საკორექციო ფენის სადიალოგო ფანჯარა დროებით დავხუროთ და Layers პალიტრაში, ფენების დადების ჩამოსაშლელი მენიუდან, საკორექციო ფენისთვის, ავირჩიოთ Lighten რეჟიმი. 2) საკორექციო ფენის მინიატურაზე 2 – ჯერ დაწკაპუნებით, გავხსნათ ფენის სადიალოგო ფანჯარა > ჩავრთათ Monochrome გადამრთველი და ბერკეტების გადაადგილებით, „შევქმნათ“ თოვლი მწვანე საფარზე. 3) სასურველი შედეგის მიღების შემდეგ, გავხსნათ Layers პალიტრა, გავააქტიუროთ საკორექციო ფენის ნიღაბი და მოვახდინოთ მისი ინვერტირება, ბრძანებით: მენიუ Image > Adjustments > Invert. ნიღაბი გაშავდება და თოვლი გაქრება გამოსახულებიდან > თეთრი, 80% სიმაგრის ფუნჯით, ნიღაბზე უნდა აღვადგინოთ გამოსახულების ის ადგილები, სადაც თოვლი უნდა იყოს. 4) შეგვიძლია გამოსახულებას შესაფერისი კლიპარტი დავამატოთ, გასაფორმებლად. შემოდგომიდან ზაფხული
1) გავხსნათ გამოსახულება ფოტოშოპში. 2) დავამატოთ საკორექციო ფენა Channel Mixer > Green ველის ბერკეტი გადავწიოთ უკიდურეს მარცხენა წერტილში > Blue ველის ბერკეტი გადავწიოთ უკიდურეს მარჯვენა წერტილში. 3) გავაერთიანოთ ფენები. ზაფხულიდან შემოდგომა
2) დავამატოთ საკორექციო ფენა Channel Mixer > Green ველის ბერკეტი გადავწიოთ უკიდურეს მარჯვენა წერტილში > Blue ველის ბერკეტი გადავწიოთ უკიდურეს მარცხენა წერტილში. 3) გავაერთიანოთ ფენები.
95 8-ს მოსწონს 1-ს არა
|