სიახლეები პუტინი მსოფლიოში ყველაზე დიდ ლიმუზინში გადაჯდება 2015, 14 დეკემბერი, 10:45 "Кортеж"-ი, ასე ჰქვია პროექტს, რომლითაც შეიქმნა ახალი ავტომობილები სახელმწიფოს პირველი პირებისთვის. აქამდე რუსი ჩინოვნიკები საგულდაგულოდ მალავდნენ ამ ფაქტს, ცნობილი იყო მხოლოდ ჭორების დონეზე.თუმცა რუსეთის ფედერაციის მრეწველობის და ვაჭრობის მინისტრმა დენის მანტუროვმა როგორც იქნა დაასახელა საწარმო, სადაც მზადდება ავტომობილები.
ძირითადად ავტომობილები აიწყობა ულიანოვსკში, УАЗ-ის ქარხანაში, Sollers-ის ჯგუფის მხარდაჭერით. პროექტის ორგანიზებას გაუწევს ჰოლდინგი «РТ-Авто», ავტომობილის პირველი საცდელი პროტოტიპი და დოკუმენტაცია ამ რამდენიმე დღეში დახურულად იქნება ნაჩვენები.პროექტის ღირებულება 8, 051 მილიარდი რუბლია.შარშან ამ პროექტს 3, 5 მილიარდი რუბლი მოხმარდა.მთლიანად ავტომობილის სერიული წარმოება 2016 წლიდან დაიწყება. თავიდან 5 ათასი ავტომობილის გამოშვებაა დაგეგმილი, შემდეგ მისი წარმოება შესაძლოა 20 000-მდე გაიზარდოს. ტექნიკური მონაცემები:ძრავა ტურბომეტრი 800 ც/ძ, მოცულობა 6-6, 6 ლ. 9 საფეხურიანი ავტომატური ტრანსმისიით.რეგლამენტირებული გაბარიტები(6840х2000х1680 მმ), წონა 6 ტონა, -ეს იქნება მსოფლიოში ყველაზე დიდი და მძიმე ლიმუზინი პრემიუმის კლასიდან. ლიმუზინის ფასი 3 მილიონი რუბლიდან დაიწყება. 2314 4-ს მოსწონს
|