საზოგადოება "ამ ტაქსის მძღოლმა ჩემზეც სცადა ძალადობა!"-თამუნა მუსერიძე ქალბატონებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. 2015, 13 დეკემბერი, 7:37 სოციალური ქსელის მომხმარებელის ელე სარიშვილის მიერ გავრცელებულ სტატუს, რომელიც ქალბატონებს მოუწოდებს, რომ ფრთხილად იყვნენ, ვინაიდან თბილისში მოძალადე ტაქსის მძღოლი დადის, უამრავი გამოხმაურება მოყვა. როგორც ქალბატონი ელე წერდა: "1 დეკემბერს, ღამის 2-3 საათზე ტაქსის მძღოლის მიერ იქნა განხორციელებული ფიზიკური ძალადობა და სიტყვიერი შეურაცხყოფა ახალგაზრდა ქალბატონის მიმართ, ამ ეტაპზე ამ ქალბატონის სახელს არ ვასახელებ გარკვეული მიზეზების გამო. ეს ნაძირალა, რომელიც ამ ეტაპზე მოძრაობს სედანის ტიპის მანქანით, მუქი ფერის და სამწუხაროდ მარკა ვერ ამოიცნო დაზარალებულმა, რადგან შოკურ მდოგმარეობაში მყოფი მხოლოდ იმას ცდილობდა, როგორმე ამ მხეცის შემოტევისაგან თავი დაეცვა, როცა ძირს დაგდებულს წიხლებით ურტყამდა... მამაკაცი არის დაახლოებით 40-50 წლის, საშუალო სიმაღლის, საკმაოდ ჩაფსკვნილი და დამახასიათებელი ნიშანი-არ ააქვს მარცხენა თვალი. მინდა გავაფრთხილო თბილისის მოსახლეობა და განსაკუთრებით ქალბატონები მსგავს პიროვნებას ერიდონ..." საზოგადოების უმრავლესი ნაწილი ფიქრობს, რომ ეს არის "შეთითხნილი" ამბავი, რომელიც ქალბატონმა პოპულარობისთვის გამოიყენა. მაგრამ როგორც ჩანს ის რეალურად არსებობს! ტელე და რადიო წამყვანი თამუნა მუსერიძე სოციალური ქსელის "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ეხმიანება ამ სტატიას და იხსენებს, რომ მასზეც სცადა ტაქსის მძღოლმა ძალადობა რამდენიმე წლის წინ და აფრთხილებს ქალბატონებს, რომ ფრთხილად იყვნენ: "ამ ტაქსის მძღოლმა ჩემზეც სცადა ძალადობა(რამდენიმე წლის წინ). საბედნიეროდ მე მოვასწარი პატრულში დარეკვა და დაიჭირეს, მაგრამ რადგან მხოლოდ სიტყვიერ შეურაცხყოფას ქონდა ადგილი და სხვა ვერაფერი მოასწრო, ამიტომ ადმინისტრაციული სასჯელი და 39 დღე მიუსაჯეს. მუქი შინდისფერი, "hachback-iani" მანქანაა და ფრთხილად იყავით." თამუნა მუსერიძის მეგობრებს ახსოვთ ეს შემთხვევა და მათ შორის კიდევ ერთი დაზარალებული აღმოჩნდა: "მახსოვს მე ეგ..." " უუხხ ეს ღორი... ჩემზეც სცადა... შარშან 20 სექტემბერს შარდენიდან ჩავედი სანაპიროსთან, მთაწმინდაზე მივდიოდი მთვრალი ვიყავი, მაგრამ აზრი არ დამიკარგავს. გააჩერა მანქანა მეგონა რამე გაუფუჭდა, უკანა კარი რომ გააღო, მივხვდი რაღაც ისე არ იყო და გავიქეცი. მგონი ერთი ხელი არ ქონდა, მეტი არაფერი მახსოვს, ძაან დაბნეული და შეშინებული ვიყავი..." თუ ყველა ერთი და იგივე პიროვნებისგან არის დაზარალებული, გამოდის რომ მოძალადე ტაქსის მძღოლი არა მარტო ცალთვალა, ცალხელაც ყოფილა. 1557 3-ს მოსწონს 1-ს არა |
ან სულაც ქალი აღმოჩნდება. :))