დავით ჭოჭუას გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობლებიც ეხმაურებიან. ერთერთ გამოსათხოვარ პოსტს ნინო ჭანტურია აქვეყნებს.
როგორც ირკვევა, დავით ჭოჭუას მეუღლე ფეხმძიმედაა.
"სულ რამოდენიმე თვით შემოხვედი დათო ჩვენ ცხოვრებაში და შენი წასვლით უზომო ტკივილი დაგვიტოვე, ღმერთო რატო, რატომ არ გაიხარე შენი ოჯახით და რატომ არ დაელოდე პატარას, რომელიც მხოლოდ სხვებისგან შეიტყობს რა ჭკვიანი და ლამაზი მამიკო ყავდა, ნინი დეი, გამაგრდი და იცოდე ის პატარა რომელიც შენშია სასახელო მამის სასახელო შვილი იქნება. ნათელში იყოს შენი სული დათო." - წერს ნინო ჭანტურია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის დეპარტამენტის დირექტორი დავით ჭოჭუა გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.
