x
image
გვანცა1234
,,ახლა კარგად მომისმინეთ ყველამ''-ნანუკა ჟორჟოლიანი განცხადებას ავრცელებს

image“ახლა კარგად მომისმინეთ ყველამ, ვინც აგრესიას აფრქვევთ ჩვენზე, იმ
ადამიანებზე რომლებიც ცხოველების არა დახოცვას, არამედ დაძინებას
ვითხოვდით.
ხალხი ითხოვდა დააძინეთო. განსაკუთრებული აქცენტი იყო შუმბაზე, რომელზეც ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას იღებდა რომ საშიში არ იყო.
უკაცრავად, ვერ წარმოვიდგინეთ რომ ჯანელიძე, რომელსაც ამ დღეებში ჩვენი
უსაფრთხოების დაცვა ევალება, მშვიდი ტონით გვეტყოდა რომ მტაცებელ ცხოველს
თურმე არც კი ეძებენ, მაშინ როდესაც ზოოპარკის ადმინისტრაციამ გაავრცელა გუშინ საღამოს განცხადება, სადაც წერია რომ დაკარგულია ზოლიანი აფთარი, ვეფხვი და დათვი.
პრემიერ მინისტრმა, ნარმანიამ თქვეს რომ მტაცებელი ცხოველები ქუჩაში აღარ
არიან. მესმის, რომ პანიკის დათესვა არ უნდათ, მაგრამ არის ინფორმაცია
რომელიც საზოგადოებას აუცილებლად უნდა მიაწოდო.
განსაკუთრებით მაშინ როდესაც ასობით სტუდენტი დგას ქუჩაში და ქალაქს ალაგებს საკუთარი ხელებით.

პრობლემა ის კი არ ყოფილა თურმე, რომ ჯანელიძე მტაცებელ ცხოველს აღარ
ეძებდა, პრობლემა ყოფილა მტაცებელი ცხოველის "საქციელი" რომელიც სამი დღეა
მშიერი თბილისის ქუჩებში დასეირნობს.
აპატიეთ ვეფხვს, გვაპატიეთ
ჩვენ და ახლა დაუსვით კითხვა მათ ვისაც უნდა დაუსვათ, არის კიდევ რამე რაც
უნდა ვიცოდეთ, რომ კიდევ ერთი გარდაცვალების შესახებ არ გავიგოთ!''-წერს ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი საკუთარ “facebook'' გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ ცამეტ ივნისს ღამის საათებში თბილისში დაწყებული
წყალდიდობის შედეგად დაიღუპა ათობით ადამიანი, რამდენიმე კი დღესაც
დაკარგულად ითვლება. მოვარდნილმა წყალმა წალეკა საცხოვრებელი სახლები.
მთლიანად დატბორა ზოოპარკის ტერიტორია, რამაც ცხოველების გაქცევა
გამოიწვია.

0
2304
10-ს მოსწონს
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
2304
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0